Thumbnail

კალათბურთი | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფიბას ასაკობრივი ჩემპიონატების დრო და ადგილი ცნობილია
  • წილისყრამ ნაკრებები ჯგუფებში გაანაწილა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ფიბა-ს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების დრო და ადგილი დასახელდა, ხოლო წილისყრის შედეგად თითოეულ ტურნირში გუნდები ჯგუფებში განაწილდნენ.

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი 2019 წლის 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ მატოშინოსში გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელსაც მილოშ გრიგოლიევიჩი წვრთნის, C ჯგუფში მოხვდა, სადაც შვედეთს, კოსოვოს, ჰოლანდიას, ესტონეთს და სომხეთს გაუწევს კონკურენციას.

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი B ჯგუფში იქნებიან ირლანდია, დანია, უკრაინა, სლოვაკეთი და მაკედონია. ამ ასაკში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ კანკიაა.

ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მასპინძელი 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა იქნება. დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილი საქართველო ამ ტურნირზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც ირლანდიას, ჰოლანდიას, კვიპროსს, პორტუგალიას და ჩეხეთს დაუპირისპირდება.

რაც შეეხებათ გოგონებს: 18-წლამდელთა ევროჩემპიონატის C დივიზიონს 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ანდორა უმასპინძლებს. B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან სომხეთი და გიბრალტარი. 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 16-21 ივლისს მოუწევს, მეტოქეები კი გიბრალტარი და მასპინძელი მოლდოვა იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები