Thumbnail

ოლიმპიაკოსმა მილანი ჯგუფში ჩატოვა, ყენიას დუდელანჟმა ქულა აიღო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ გადალახა
  • სელტიკს როსენბორგმა უშველა და მომდევნო ეტაპზე გაიყვანა

ევროპალიგაზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა. ოლიმპიაკოსმა მილანს პირეოსში უმასპინძლა და 'როსონერი' ჯგუფში ჩატოვა. გლაზგოს სელტიკს ნორვეგიულმა როსენბორგმა საჩუქარი გაუკეთა და პლეი ოფში გაიყვანა. პრაღის სლავიამ ზენიტს 2:0 მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

მთავარი მატჩი საბერძნეთში გაიმართა, სადაც ოლიმპიაკოსმა მილანს 3:1 მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბერძნებმა ანგარიშის გახსნა მე-60 წუთზე პაპი სისეს გოლით შეძლეს.

სისე 60'

მილანმა მეორე გოლი 9 წუთში გაუშვა, ბურთი საკუთარ კარში კრისტიან საპატამ ჩაჭრა, რომელმაც შეცდომა ზუსტად 2 წუთში გამოასწროა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

საპატას ავტოგოლი 69'

საპატა 71'

ოლიმპიაკოსმა გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე გაიტანა, ფორტუნისმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და ბერძნული გუნდი პლეი ოფში გაიყვანა.

ფორტუნისი 81'

ამ ჯგუფში ლევან ყენიას დუდელანჟმა პირველი და ისტორიული ქულა მოიპოვა. ლუქსემბურგის ჩემპიონმა ბეტისთან ფრედ 0:0 ითამაშა და ჯგუფური ეტაპი ისტორიული მიღწევით დაასრულა.

გლაზგოს სელტიკმა ზალცბურგთან 2:1 წააგო, მაგრამ ჯგუფიდან მაინც გავიდა. ნორვეგიულმა როსენბორგმა ლაიპციგს ანგარიში გაუთანაბრა და გერმანული გუნდი 7 ქულით ჯგუფში ჩატოვა, ხოლო გლაზგოელები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. პრაღის სლავიამ ზენიტს პირველ ტაიმშივე გაუტანა ორი გოლი. ჩეხებმა კოპენჰაგენისა და ბორდოს მატჩი ფორმალობად აქციეს და პლეი ოფში ზენიტთან ერთად გავიდნენ.

A ჯგუფი

აეკ ლარნაკა 1:5 ლევერკუზენი

გოლები: 1:0 კატალია (26), 1:1 კორი (28), 1:2 ალარიო თერთმეტმეტრიანით (41), 1:3 კორი (67), 1:4 პაულინიო (78), 1:5 ალარიო (86)

ლუდოგორეცი 1:1 ციურიხი

გოლები: 0:1 ოდეი (21), 1:1 შვიერცოკი (45)

B ჯგუფი

ლაიპციგი 1:1 როსენბორგი

გოლები: 1:0 კუნია (47), 1:1 რეგინიუსენი (86)

სელტიკი 1:2 ზალცბურგი

გოლები: 0:1 დაბური (67), 0:2 გულბრანდსენი (77), 1:2 ოლივიერი (90)

C ჯგუფი

კოპენჰაგენი 0:1 ბორდო

გოლი: 0:1 ბრიანი (73)

სლავია 2:0 ზენიტი

გოლები: 1:0 ჟმრალი (32), 2:0 შტოხი (41)

D ჯგუფი

ტრნავა 1:0 ფენერბაჰჩე

გოლი: 1:0 ილმაზი (41). სპარტაკ ტრანავას რიგებში ვახო ჭანტურიშვილმა და დავით სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

ზაგრების დინამო 0:0 ანდერლეხტი

E ჯგუფი

სპორტინგი 3:0 ვორსკლა

გოლები: 1:0 მონტერო (17), 2:0 მიგელ ლუისი (35), 3:0 დალკუს ავტოგოლი (35)

არსენალი 1:0 ყარაბაღი

გოლი: 1:0 ლაკაზეტი (16)

F ჯგუფი

დუდელანჟი 0:0 ბეტისი

ოლიმპიაკოსი 3:1 მილანი

გოლები: 1:0 სისე (60), 2:0 საპატას ავტოგოლი (69), 2:1 საპატა (71), 3:1 ფორტუნისი (81)

გუნდები, რომლებიც ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებენ: არსენალი, ბატე, ბენფიკა, ბეტისი, ბრიუგე, სელტიკი, ზაგრების დინამო, კიევის დინამო, ფენერბაჰჩე, აინტრახტი, გალათასარაი, გენკი, ინტერი, ლაციო, კრასნოდარი, ლევერკუზენი, მალმიო, ნაპოლი, ოლიმპიაკოსი, პლზენი, რაპიდი, რენი, ზალცბურგი, სევილია, შახტარი, სლავია, სპორტინგი, ვალენსია, ვილიარეალი, ზენიტი, ციურიხი.

კომენტარები

ბოლო ამბები