Thumbnail

ანანიძის სპარტაკი პლეი ოფს მიღმა - ევროპალიგის 6 ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მოსკოვის სპარტაკი, რეინჯერსი და ბეშიქთაში პლეი ოფს მიღმა 
  • ანგარიშები, სატურნირო ცხრილები და პლეი ოფში გასული გუნდები

ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. G ჯგუფში ერთბაშად ოთხი გუნდი ინარჩუნებდა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს, საბოლოოდ კი პლეი ოფში ვენის რაპიდი და ვილიარეალი გავიდნენ. ავსტრიელებმა შოტლანდიელებს მოუგეს, ხოლო ესპანელებმა რუსებს. 74-ე წუთზე ჩაერთო თამაშში სპარტაკის ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე, რომელმაც ერთ ეპიზოდში კარგი შეტევა წამოიწყო, თუმცა მის წინააღმდეგ ხაუმე კოსტამ იუხეშა და წითელი ბარათი მიიღო.

ჯანო ანანიძის შეტევა და ხაუმე კოსტას უხეშობა

 H ჯგუფში ყველაფერ გადაწვეტილი იყო და ბოლო ტურამდეც ვიცოდით, რომ მომდევნო ეტაპზე ფრანკფურტის აინტრახტი და რომის ლაციო იასპარეზებდნენ. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრა იტალიაში გერმანელების გამარჯვებით დასრულდა, 1:2. აღსანიშნავია, რომ აინტრახტმა ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო და ქულათა მაქსიმალური ოდენობა მოაგროვა.

ვილიარეალმა მოსკოვის სპარტაკს მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა

I ჯგუფში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. შვედურმა მალმიომ სტამბულში ბეშიქთაშს მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, თურქული გუნდი კი პლეი ოფს მიღმა დატოვა. მომდევნო ეტაპზეა გენკიც. J ჯგუფში სევილიამ კრასნოდარი 3:0 გაანადგურა, თუმცა ორივე გუნდი აგრძელებს ევროპალიგაზე ასპარეზობას.

მალმიომ სტამბულში ბეშიქთაშს მოუგო და პლეი ოფში მოულოდნელად გაძვრა

K ჯგუფში კიევის დინამო ისედაც გასული იყო, იაბლონეცი კი ჩარჩენილი. ამ გუნდების უმოტივაციო დაპირისპირებაში იაბლონეცმა გაიმარჯვა. სამაგიეროდ, რენი-ასტანას დუელში წყდებოდა პლეი ოფის მეორე საგზურის ბედი: ფრანგებმა 2:0 მოიგეს და გავიდნენ მომდევნო ეტაპზე. L ჯგუფში ჩელსის განაღდებული ჰქონდა პირველი ადგილი და ბოლო ტურში ვიდეოტონს დაუზავდა, პლეი ოფში გასული მეორე გუნდი კი ბორისოვოს ბატეა.

ჩელსი უმოტივაციო შეხვედრაში ვიდეოტონს დაუზავდა

G ჯგუფი

რაპიდი 1:0 რეინჯერსი

გოლი: 1:0 ლუბიჩიჩი (84)

ვილიარეალი 2:0 სპარტაკი მ.

გოლები: 1:0 ჩუკვუეზე (11), 2:0 ეკამბი (48)

ჯანო ანანიძე 74-ე წუთზე ჩაერთო თამაშში

H ჯგუფი

ლაციო 1:2 აინტრახტი

გოლები: 1:0 კორეა (56), 1:1 გაჩინოვიჩი (65), 1:2 ჰალერი (71)

მარსელი 1:3 აპოლონი

გოლები: 0:1 მალიკა (8-პენ.), 1:1 ტაუვინი (11), 1:2 მალიკა (30), 1:3 სტილიანოვი (56)

I ჯგუფი

ბეშიქთაში 0:1 მალმიო

გოლი: 0:1 ანტონსონი (51)

გენკი 4:0 ზალცბურგი

გოლები: 1:0 განო (3), 2:0 პაინტსილი (5), 3:0 ბერგი (64), 4:0 აიდო (67)

J ჯგუფი

ახისარსფორი 0:0 სტანდარტი

სევილია 3:0 კრასნოდარი

გოლები: 1:0 იედერი (5), 2:0 იედერი (10), 3:0 ბანეგა (49)

თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარის განაცხადში არ იყო

K ჯგუფი

დინამო კ. 0:1 იაბლონეცი

გოლი: 0:1 დოლეძალი (10)

რენი 2:0 ასტანა

გოლები: 1:0 სარი (68-პენ.), 2:0 სარი (73)

L ჯგუფი

პაოკ 1:3 ბატე

გოლები: 0:1 სკავიში (18), 0:2 სიგნევიჩი (41), 0:3 სიგნევიჩი (45), 1:3 პრიოვიჩი (59)

ვიდი 2:2 ჩელსი

გოლები: 0:1 ვილიანი (30), 1:1 ამპადუ (32-საკ. კარში), 2:1 ნეგო (56), 2:2 ჟირუ (75)

კომენტარები

ბოლო ამბები