Thumbnail
  • არგენტინელი ბომბარდირის 20 წლის წინ გატანილი გოლი
  • ის ფიორენტინას სეზონი იყო, მაგრამ ჩემპიონი მილანი გახდა

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდს ამაზე გაცილებით ეფექტური და მნიშვნელოვანი გოლებიც აქვს გატანილი, ეს გოლი კი ზუსტად 20 წლის წინათ, 1998 წლის 13 დეკემბერს, ტურინის იუვენტუსს გაუტანა. ფიორენტინამ თავისი ლეგენდარული კაპიტნის ამ თავური დარტყმით იუვეს 1:0 მოუგო. პირველ რიგში სწორედ გაბრიელ ბატისტურას დამსახურება გახლდათ ის, რომ 1998/99 წლების სეზონში ფლორენციული კლუბი იტალიის ჩემპიონობისთის იბრძოდა.

ვისაც ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ 90-იანი წლების მიწურულს იტალიის სერია A განსაკუთრებით ძლიერი და შთამბეჭდავი იყო. მინიმუმ 7 გუნდს შეეძლო “სკუდეტოსთვის” ბრძოლა, პლუს უდინეზე, ბოლონია, ბარი და ვენეციაც კი შესანიშნავად თამაშობდნენ.

მანუელ რუი კოშტა და გაბრიელ ბატისტუტა

ფიორენტინას ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა, რომელიც ახალი წასული იყო მიუნხენის ბაიერნიდან. ტრაპს ბრწყინვალე გუნდი ჰყავდა, სადაც ბატისტუტას გარდა, ვარსკვლავები იყვნენ მანუელ რუი კოშტა, მორენო ტორიჩელი, ედმუნდო, იორგ ჰაინრიხი, დომენიკო მორფეო და მეკარე ფრანჩესკო ტოლდო. ფიორენტინამ სეზონი იდეალურად დაიწყო და 16-ჯერ იყო ლიდერი! თებერვალში, მილანთან მატჩში, ბატისტუტამ მძიმე ტრავმა მიიღო და მას მერე ფლორენციული კლუბის საქმეები უკან-უკან წავიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფიორენტინა “ბატიგოლის” დაშავების გამო ვერ გახდა ჩემპიონი - გუნდმა საბოლოოდ მე-3 ადგილი დაიკავა. ჩემპიონობა კი მილანმა იზეიმა.

საშინელი სეზონი ჰქონდა იუვენტუსს - ტურინული გრანდი, რომელიც მანამდე ზედიზედ სამჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში და აქედან ზედიზედ ორი წააგო (97-ში დორტმუნდთან 1:3, 98-ში რეალთან - 0:1), იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ მე-7 ადგილზე გავიდა და ინტერტოტოს საგზური მოიპოვა.

📺 გაბრიელ ბატისტუტას გოლი იუვენტუსის კარში [1998]

ACCADDE OGGI: Batistuta e la 'mitraglia' alla Juventus

13 dicembre 1998 - 13 dicembre 2018 Esattamente vent'anni fa, Gabriel Batistuta faceva questo... ACF Fiorentina-Juventus, la mitraglia... EMOZIONI

Posted by Fiorentina.it on ხუთშაბათი, 13 დეკემბერი, 2018

📺 მატჩის მიმოხილვა: ფიორენტინა 1:0 იუვენტუსი [1998]

კომენტარები

ბოლო ამბები