Thumbnail

ენფილდზე, გოლის მოსასმენად - ლივერპულის უსინათლო ფანატის ამაღელვებელი ამბავი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპული-ნაპოლის მატჩის დროს ტელეკამერამ საინტერესო ფაქტი დააფიქსირა
  • 26 მაიკ კირნი ვერ ხედავს, მაგრამ ლივერპულს საშინაო თამაშებს მაინც არ აცდენს
  • ამ ისტორიას სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა

ლივერპული-ნაპოლის შეხვედრაში, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, იყო ყველაფერი, რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი. თამაშის მიმდინარეობისას ტელეკამერამ "ენფილდის" ტრიბუნაზე მერსისაიდელი გულშემატკივარი დააფიქსირა, რომელიც გვერდით მყოფ უსინათლო ადამიანს, მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილ გოლს სიტყვებით აღუწერდა. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ლივერპულმა ნაპოლი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. ერთადერთი გოლი სალაჰმა 34-ე წუთზე შეაგდო და მერსისაიდელთა ტრიბუნაც აფეთქდა. გულშემატკივართა შორის იმყოფებოდა მხედველობა შეზღუდული ფანატიც, რომელსაც ეგვიპტელის გოლის შესახებ გვერდით მყოფმა ადამიანმა მოუყვა.

26 წლის მაიკ კირნი, რომელსაც პიგმენტური რეტინიტი აქვს, ლივერპულის ფანატია და გუნდის საშიანო მატჩებს წლებია, ესწრება.

"ბოლო ხუთი თუ ექვსი წელიწადია, ლამის ყველა საშინაო მატჩზე დავდივარ. ზოგჯერ გასვლით თამაშებზეც. სტადიონზე სიმღერისა თუ შეძახილების დროს, როგორც ყველა, მეც ჩართული ვარ პროცესში, თამაშის ამბებს კი ჩემი ბიძაშვილი ან მეგობარი მიყვება, რომელიც თან მახლავს. ასეთია ჩემთვის ფეხბურთი", - ამბობს მაიკი SPORTbible-სთან.

გავცრელებულ ვიდეოს გულშემატკივრებისგან დიდი გამოხმაურება მოყვა ტვიტერში, რამაც მაიკი ძალიან გაახარა.

კომენტარები

ბოლო ამბები