Thumbnail

PES 2019 | Konami-ს საფეხბურთო სიმულატორს უფასოდ ითამაშებთ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • KONAMI-ს საახალწლო საჩუქარი PES-ის მოყვარულებს
  • თამაშმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა

KONAMI-მ განაცხადა, რომ PES 2019 PlayStation 4-ზე, PC-ზე და Xbox One-ზე უფასო გახდება. თამაშის 'მსუბუქ' ვერსიას PES League Mode, საჩვენებელი თამაშები და MyClub რეჟიმები ექნება.

თუკი არსებული გუნდები არ დაგაკმაყოფილებთ, არ იდარდოთ - თამაშს რედაქტირების ფუნქციაც აქვს, რომელიც საშუალებას მოგცემთ გუნდები, მათი ფორმები და სტადიონები თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვალოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ვერსიას online რეჟიმი არ აქვს, თამაშის მთლიანი ვერსიის შეძენა Xbox Games Pass-ის საშუალებით მხოლოდ ერთ ფუნტ სტერლინგადაა შესაძლებელი. აგრეთვე, 47.99 ფუნტად 12 თვიანი საწევროს შეძენაც შეიძლება, რომლითაც წვდომას ასობით თამაშზე მიიღებთ, რომელთა შორის PES 2019 და Mortal Kombat X შედის.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ PES 2019 ძალიან კარგი სიმულატორია. გეიმფლეიში ბევრი არაფერია შეცვლილი. გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან PES 2018-ით მომხმარებელთა უმეტესობა კმაყოფილი დარჩა. 2019-ში მათ ფეხბურთელებს 11 ახალი უნარი დაუმატეს, რაც თამაშს კიდევ უფრო რეალისტურს და სასიამოვნოს ხდის.

მოთამაშეებს ეტყობათ დაღლილობა, რაც მათ ქცევაზე და ეფექტურობაზე ახდენს გავლენას. გაუმჯობესებულია ბურთის ფიზიკა, პოზიცირება ბურთთან მიმართებაში და სხვადასხვანაირი დარტყმების სტილი.

თამაშის წლევანდელ ვერსიაში ბევრად უკეთ გამოიყურებიან მეკარეები, რომლებიც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთებს აღარ გაუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები