Thumbnail
  • ალან შირერი კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა.
  • ინგლისის ნაკრების ყოფილი გოლეადორის აზრით, ლივერპული ბრაზილიელის გაშვებას ინანებს.

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი ალან შირერი ფილიპე კოუტინიოს ლივერპულიდან ბარსელონაში ტრანსფერს გამოეხმაურა და მერსისაიდული კლუბი მკაცრად გააკრიტიკა.

“160 მილიონი ევრო, რა თქმა უნდა, ფანტასტიკური თანხაა ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელიც სულ რაღაც 5 წლის წინ ინტერიდან 9 მილიონად გადმოვიდა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ლივერპულმა მის შემცვლელს იანვარში მიაგნოს. ფაქტია, რომ იურგენ კლოპი უდიდეს რისკზე წავიდა. ჩემი აზრით, მას კოუტინიო მინიმუმ ზაფხულამდე აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა,” - წერს 47 წლის შირერი საკუთარ სვეტში, რომელსაც პერიოდულად ტაბლოიდ “სანში” აქვეყნებს ხოლმე.

კლოპი: ლივერპულის სულს და გულს ვერავინ იყიდის - აი, რა არის მთავარი!

შირერი აგრძელებს: “მართალია, ლივერპულს ჰყავს ისეთი კარგი ფეხბურთელები, როგორებიც რობერტო ფირმინო, მოჰამედ სალაჰი, ან სადიო მანე არიან, მაგრამ კოუტინიო სხვა კლასის, გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეა და მისი წასვლა ლივერპულს აუცილებლად დაეტყობა. მართალია, ლივერპულს ახლა ანგარიშზე ძალიან ბევრი ფული აქვს, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებენ, მერსისაიდელებს ბრაზილიელის გაშვება უფრო ძვირად დაუჯდებათ.”

შირერი თავად კოუტინიოს არ ამტყუნებს: “ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ კოუტინიოს ბარსელონაში გადასვლა სურდა. ეს ლოგიკურია, რადგან ბარსა უდიდესი გრანდია. თითქმის ყველა ფეხბურთელი ბარსელონაში თამაშზე ოცნებობს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ლივერპულს კოუტინიოს მინიმუმ ზაფხულამდე შენარჩუნება შეეძლო.”

ლივერპულის მაისური გაქვთ და ზურგზე კოუტინიო აწერია? ყველაფერი დაკარგული არ არის!

£142 მილიონი, კოუიტინიო ბარსაში ითამაშებს!

კომენტარები

ბოლო ამბები