Thumbnail

ქართველი მორაგბე ბრივში რჩება - ლობჟანიძის ახალი კონტრაქტი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვასილ ლობჟანიძემ ბრივთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
  • ქართველი მორაგბე ფრანგულ კლუბში კარიერას აგრძელებს

სარაგბო კლუბმა ბრივმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ცხრა ნომერს, ვასილ ლობჟანიძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ახალი კონტრაქტის თანახმად, 'ბორჯღალოსანი' კიდევ სამი წლით, 2022 წლამდე ითამაშებს ფრანგულ კლუბში.

ვასილ ლობჟანიძე საკლუბო კარიერას მარნეულის არმაზში იწყებდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი თამაშის გამო, მისი გადაბირებით რამდენიმე ფრანგული კლუბი დაინტერესდა და საბოლოოდ, ბრივის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქართველ მორაგბეს პირველ სეზონში ჩელენჯ ქაფზე უწევდა თამაში. ლობჟანიძემ ამ დროის განმავლობაში ბრივის მაისურით 27 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, 'ბორჯღალოსანს' ნაკრების კვართი 36-ჯერ აქვს მორგებული და ხუთი ლელო აქვს დადებული.

Vasil Lobzhanidze prolonge jusqu'en 2022 ! https://www.cabrive-rugby.com/index.php/news/816-vasil-lobzhanidze-signe-son-1er-contrat-professionnel-avec-le-ca-brive ⚪️⚫️✍️

Posted by CA Brive Rugby - Officiel on ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები