Thumbnail

ირმა ხეცურიანის ტრიუმფი კიოტოში - მეცამეტე ოქროს მედალი კარიერაში!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ირმა ხეცურიანმა ფინალში უკრაინელი მეტოქე 15:4 დაამარცხა
  • ქართველმა პარამოფარიკავემ წელი ტრიუმფით დაასრულა

იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართა ეტლით მოსარგებლეთა შორის ხმლით პარაფარიკაობის მსოფლიო თასი, რომელშიც ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარამოფარიკავემ კარიერაში მე-13 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ბრწყინვალე შედეგია.

პირველ ეტპზე ირმამ ფრანგი სოფი შაბლონი 15:12 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი პოლონელ პატრიცია ჰარესს 15:5 მოიგო. ნახევარფინალში ქართველმა პარამოფარიკავემ უნგრელი მეტოქე 15:9 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ პოლენა ფედოტას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 15:4 გაიმარჯვა. ირმა ხეცურიანმა წელი კიოტოში ტრიუმფალური გამოსვლით დაასრულა.

ირმა ხეცურიანმა კიოტოში მსოფლიო თასი მოიგო
ფოტოებითბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის FB გვერდიდან

 

კომენტარები

ბოლო ამბები