Thumbnail
  • დეტროიტი შარლოტთან 107:108 დამარცხდა
  • დასვენებულ ბლეიკ გრიფინს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
  • ზაზა ფაჩულიას 4 ქულა 16 წუთში - საუკეთესო მომენტები

ზაზა ფაჩულიას დეტროიტის კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება, გუნდი ცხრილში პოზიციებს კარგავს და თუ ასე გაგრძელდა, მალე პლეი ოფის ზონის მიღმა აღმოჩნდება. პისტონსი ამჯერად უშუალო კონკურენტ შარლოტთან დამარცხდა, რომელიც ასევე კონფერენციის საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად იბრძვის. ჰორნეტსმა დეტროიტი 1 ქულის სხვაობით, 108:107 დაამარცხა.

მატჩის ბედი პირველივე მეოთხედის შემდეგ გადაწყვეტილი ჩანდა, რომელიც შარლოტმა 12-ქულიანი უპირატესობით, 37:25 მოიგო, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდები პისტონსმა კარგად ჩაატარა. ეს განსაკუთრებით მესამე პერიოდზე ითქმის, რომელიც ბლეიკ გრიფინმა (26 ქულა, 10 მოხსნა) და კომპანიამ 38:22 მოიგეს. მაგრამ ბოლო მეოთხედში შარლოტმა წარმატებას მაინც მიაღწია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კემბა უოკერი გახლდათ, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ორმაგიც ვერ შეასრულა - 31 ქულა, 9 პასი, 8 მოხსნა. დეტროიტიდან ყველაზე შედეგიანი ფილადელფიასთან დასვენებული ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (26 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი) და ასევე ახლოს იყო სამმაგთან.

ზაზა ფაჩულიამ ამჯერად 16 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულას, 3 მოხსნას (1 შეტევაში, 2 დაცვაში) და 1 პასს მოუყარა თავი. დეტროიტის ქართველმა ცენტრმა სამიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. ზაზას 1 დაკრგვაც ჰქონდა და 4 პერსონალურის მიღება მოასწრო.

16 თამაშის შემდეგ დეტროიტ პისტონსს 13 მოგება და 13 მარცხი აქვს. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ამ შედეგით მე-7 ადგილზეა ჩამოქვეითებული. როგორც იცით, პლეი ოფში 8 გუნდი გადის. დეტროიტი 16 დეკემბერს, ბოსტონ სელტიკსს უმასპინძლებს.

📺 ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები შარლოტთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები