Thumbnail

სასტიკად ნაცემი მორაგბე - ღამის კლუბის დაცვამ შარატი არ დაინდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისში მორაგბეს სასტიკად სცემეს
  • კლუბის მფლობელებმა დაცვის წევრებს კონტრაქტი გაუწყვიტეს

მანჩესტერში ღამის კლუბის დაცვა 18-წლის მორაგბეს, ჯო შარატს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ჯომ თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. ექიმებმა სენტ-ელენსის აკადემიის მორაგბე საავადმყოფოში რამდენიმე დღე დატოვეს, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. მორაგბის დედის, ჯეინ შერატის განცხადებით, მისი შვილს ლაპარაკი და სიარული აღარ უჭირს.

ღამის კლუბის ხელმძღვანელებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ ისინი უზრუნველყოფენ კლიენტების უსაფრთხოებას და სასიამოვნო გარემოს. ის თანამშრომლები, რომლებმაც ინციდენტში მონაწილოება მიიღეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სენტ-ელენსის აკადემიაში ამბობენ, რომ ჯო გუნდის უცვლელი წევრია. ის უკონფლიქტო პიროვნებაა. შარატმა ავსტრალიური სკოლების წინააღმდეგაც ითამაშა. რაგბი ლიგაში მას დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მანჩესტერის პოლიციამ საქმის გამოძიება დაიწყო. ისინი მოქალაქეებს სთხოვენ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ და საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი შეატყობინონ.

კომენტარები

ბოლო ამბები