Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები დანიას, გერმანიას და ისრაელს დაუპირისპირდება
  • ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში გაიმართება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. გაიმართა წილისყრა და გაირკვა ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც დანიას, გერმანიას და ისრაელს გაუწვს კონკურენციას. ჯგუფური ეტაპის მასპინძელი თბილისი იქნება, მატჩები კი 29 იანვრიდან, 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში, საქართველოს ნაკრებმა ექვსი ამხანაგური მატჩი გამართა და ექვსივე მოიგო: ორი რუმინეთთან, ერთი ლატვიასთან, ერთი მოლდოვასთან და ორი გერმანიის ნაკრებთან, რომელიც ასათიანის გუნდს უკვე შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდება.

⚽️ ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ნაკრები “დ” ჯგუფში იასპარეზებს. 📆 ჯგუფური ეტაპის მასპინძელი თბილისი იქნება. მატჩები 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. #ესშენიგუნდია

Posted by Georgian Football Federation on ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები