Thumbnail

ფაჩულია ახალ შარში? ფილადელფიასთან ქართველმა ცენტრმა  'კავაი' გაიმეორა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფილადელფიასთან I მეოთხედში ფაჩულიას მეტოქის დაშავება სურდა?
  • ფანები კავაი ლეონარდის დაშავების ისტორიას არ ივიწყებენ

ზაზა ფაჩულია NBA-ში მორიგ სკანდალში გაეხვა - ფილადელფიასთან 102:116 წაგებულ თამაშში ექსპერტებისა და ფანების ნაწილის აზრით, ზაზამ განზრახ მეტოქის დაშავება სცადა. ამ თამაშში ზაზამ 10:48 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თუმცა სასარგებლო ქმედების გარდა, ერთხელ სახიფათოდაც ითამაშა - პირველ მეოთხედში, როცა მაიკ მუსკალა სამქულიანს ისროდა, ზაზამ, თითქოს, ფეხი ჩაუდგა მეტოქეს. 

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ასეთი ეპიზოდი მოხდა 2017 წლის პლეი ოფში, როცა დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში სან ანტონიოს ლიდერი კავაი ლეონარდი დაშავდა და მას მერე კარგა ხანს ვერ ითამაშა კალათბურთი. მაშინ ზაზა გაამართლეს და ჯარიმაც არ დაუკისრებიათ, თუმცა ასოციაციაში ბინძურად მოთამაშე კალათბურთელის იმიჯიც მიიღო. 

ფილადელფიასთან მატჩში მუსკალა არ დაშავებულა, რადგან კონტრაქტი ან არ იყო ან ძალიან უმნიშვნელო იყო. სოციალურ ქსელებში NBA-ს ფანების დიდი ნაწილის უარყოფითი კომენტარები გამოიწვია: "ვფიქრობ, რომ ფაჩულიას თამაშის უფლება არ უნდა ჰქონდეს", "NBA-ს მილიონობით ბავშვი უყურებს და მათთვის ფაჩულია უნდა იყოს მაგალითი?" - აი, ასეთი კომენტარები გვხდება "ტვიტერზე". 

საკამათო ეპიზოდი

განრისხებული ფანების კომენტარები

კომენტარები

ბოლო ამბები