Thumbnail

'მხოლოდ მოსაგებად გავალ' - ტოჩინოშინი ზამთრის ტურნეზეც გამორჩეულია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ზამთრის ტურნირზე კარგად ჭიდაობს
  • 25 დეკემბერს სუმოს რეიტინგი გამოქვეყნდება
ტოჩინოშინი 2018 | ქართული ტრიუმფის წელიწადი იაპონიაში

წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშოს დასრულების შემდეგ სუმოისტებმა რამდენიმე დღით დაისვენეს და შემდეგ ზამთრის ტურნეზე (ჯუნგიუ) ჩაერთვნენ - 2 დეკემბრიდან მოყოლებული "სუმოს ქარავანი" იაპონიის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, პროფესიონალი სუმოისტები საჩვენებელ ბრძოლებს მართავენ.

ჯუნგიო 22 დეკემბრამდე გაგრძელდება და იბარაკის პროვინციაში დასრულდება. 25 დეკემბერს იანვრის ბაშოსთვის რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდება, რომელშიც ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კვლავ ოძეკი (ჩემპიონი) იქნება, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ოფიციალურად დაუბრუნდება, მეორე ელიტურ დივიზიონ ჯურიოს. 

მანამდე, ქართველი სუმოისტები, სხვებთან ერთად ჩაბმულნი არიან ზამთრის ჯუნგიოში, სადაც ტოჩინოშინმა თავი უკვე გამოიჩინა. 

ფინალი ტაკაიასუსთან

ზამთრის ჯუნგიოს ეგიდით ქალაქ ბეპუში ერთდღიანი ტურნირი გაიმართა, რომელსაც 2.6 ათასი ადამიანი დაესწრო. ფინალში ტოჩინოშინი ტაკაიასუს შეხვდა. 

ჯუნგიოს მე-8 დღეს ქალაქ კუმომატოში ტოჩინოშინი შოდაის (ეს სუმოისტი ამ ქალაქიდანაა წარმოშობით) და სხვებს დაეჭიდა და 9 ორთაბრძოლიდან 9-ვე მოუგო. 

სპარინგი იჩინოჯოსთან

სპარინგი ჰაკუჰოსთან

ტოჩინოშინი V ჰაკუჰო

იმავე დღეს ტოჩინოშინისა და გამოჯანმრთელებული ჰაკუჰოს საჩვენებელ ორთაბრძოლას 2 ათასი ადამიანი დაესწრო. დიდმა ჩემპიონმა იმარჯვა.

ტოჩინოშინი კმაყოფილია

ფინალური ორთაბრძოლა ტაკაიასუსთან

"თავს ასი პროცენტით მზად არ ვგრძნობ, თუმცა ჯუნგიოზე ძალიან კარგი შედეგები მაქვს. რაც შეეხება იანვრის ბაშოს, წინასწარ არაფერს ვგეგმავ, ყოველი ბრძოლის წინ მოსაგებად გავალ", - განაცხადა ტოჩინოშინმა იაპონურ მედიასთან კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ სწორედ იანვრის ბაშოზე შეძლო ლევან გორგაძემ ისტორიაში პირველად (და ჯერჯერობით ერთადერთხელ) იმპერატორის თასის მოგება.

2018 წლის იანვრის ბაშოზე მან 13-2 ბალანსი აჩვენა. 2019 წლის იანვრის ბაშო 13 იანვარს დაიწყება და 27 იანვრამდე გაგრძელდება. 

მეტი ამ თემაზე:

 

კომენტარები

ბოლო ამბები