Thumbnail

'გულშემატკივრების ღრიალით მივხვდი რომ გავედით' - უგო ლორისის კომენტარი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტოტენჰემს პლეი ოფში გასასვლელად კამპ ნოუზე ფრეც ეყო
  • პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, ინტერმა პსვ-ს ვერ მოუგო

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ბოლო ტურში, ტოტენჰემს კამპ ნოუზე ბარსელონასთან მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, რაც რთული მისაღწევი იყო და შედეგად, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ფრეს დასჯერდა. თუმცა, ამით ვერ ისარგებლა ინტერმა და მილანში პსვ-ს ქულები გაუყო. შედეგად, პლეი ოფში ინგლისური გუნდი გავიდა. კამპ ნოუზე განცდილი ემოციები ჟურნალისტებს ტოტენჰემის მეკარემ, უგო ლორისმა გაუზიარა...

“სწრაფად გაშვებული გოლის შემდეგ, რთული იყო თამაშში დაბრუნება და სასურველი მიზნის მიღწევა. ვფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გავედით და სწორედ ესაა მთავარი. რა თქმა უნდა, ჩვენ პსვ დაგვეხმარა, მაგრამ კამპ ნოუზე რომ უპირატესობას ვფლობდით და არ დავმარცხდით, თუნდაც ამიტომ ვიმსახურებდით გასვლას. მატჩის დასრულების შემდეგ, პარალელურად მიმდინარე შეხვედრის შედეგი არ ვიცოდი. მალევე, ჩვენმა გულშემატკივრებმა დაიქუხეს და მივხვდი, რომ მერვედფინალში გავედით.” - განაცხადა უგო ლორისმა.

კომენტარები

ბოლო ამბები