Thumbnail

LoL | Ignar ევროპაში ბრუნდება - მისი ახალი კლუბი Schalke 04 იქნება

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • IgNar წარუმატებელი კორეული სეზონის შემდეგ ევროპაში ბრუნდება
  • მისი ახალი გუნდი გერმანული Schalke 04 იქნება

ლი 'IgNar' დონგ-გეუნმა 2018 წელი კორეაში გაატარა და მომავალ სეზონში ევროპას დაუბრუნდება. დღეს დადასტურდა, რომ იგი Schalke 04-ის 'საფორთი' იქნება.

'მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Upset-თან ერთად მომიწევს თამაში. მე ვფიქრობ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო 'ად ქერია' და ჩვენ შესანიშნავ დუოს შევქმნით,' - ამბობს IgNar.

კორეელი მეოთხე მოთამაშეა, რომელიც შალკემ წელს დაიმატა. 2019 წელს მისი თანაგუნდელები ელიას 'Upset' ლიპი, ფელიქს 'Abbedagge' ბრაუნი და იონას 'Memento' ელმარგიჩი იქნებიან. გერმანულ კლუბს ახლა მხოლოდ მაღალი დონის 'ტოპ ლეინერი' აკლია.

ევროპული League of Legends-ის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ, რომ IgNar 2016 წელს Misfits-ის შემადგენლობაში თამაშობდა და გუნდთან ერთად EU LCS-ის გაზაფხულის სერიებიც მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს მათ ევროპის ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვეს, Worlds-ზე მაინც გაემგზავრნენ, სადაც ასპარეზობა საუკეთესო რვა გუნდში დაასრულეს. სწორედ მათ შეუქმნეს კორეულ გრანდ SK Telecom T1-ს ყველაზე მეტი პრობლემა და ლეგენდარული Faker-ის ტურნირიდან გამოთიშვამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდათ.

2018 წელს IgNar-მა Misfits დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და bbq Olivers-ში გააგრძელა კარიერა. მისთვის სამწუხაროდ, კლუბმა სეზონის მანძილზე წარმატებას ვერ მიაღწია და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

შალკემ 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა და ახლა ამის გაკეთებას კორეელ 'საფორთთან' ერთად შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები