Thumbnail
  • შალკე 1:0 ლოკომოტივი
  • გალათასარაი 2:3 პორტუ

ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში საბა კვერკველიას ლოკომოტივი გერმანიაში შალკეს ესტუმრა და უმოტივაციო გუნდთან 0:1 დამარცხდა. რუსულ კლუბს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მესამე ადგილისთვის ებრძოლა, მაგრამ ძალიან სუსტად ითამაშა შალკეს არცთუ ოპტიმალურ შემადგენლობასთან. 91-ე წუთზე ავსტრიელმა შიოპფმა გამარჯვების გოლი გაიტანა. საბამ შეუცვლელად ითამაშა.

კვერკველია კონოპლიანკას წინააღმდეგ

ლოკომოტივმა ჯგუფი 3 ქულით (ერთადერთი მოგება შინ გალათასარაისთან) ბოლო ადგილზე დაასრულა. 

სტამბოლში გალათასარაიმ 2:3 დათმო პორტუსთან, თუმცა მესამე ადგილი და ევროპალიგის პლეი ოფის საგზური შეინარჩუნა. 

პორტუმა 16 ქულით ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, შალკე 11 ქულით მეორეა, გალათასარაიმ 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ლოკომოტივი 3 ქულით ბოლოა. 

შალკე შიოპფის გოლს ზეიმობს

შალკე 1:0 ლოკომოტივი

გოლი: 1:0 შიოპფი (91)

გალათასარაი 2:3 პორტუ

გოლები: 0:1 ფელიპე (17), 0:2 მარეგა (42-პენ), 1:2 ფეგული (45+1-პენ), 1:3 ს. ოლივეირა (57), 2:3 დერდიოკი (65)

გამოუყენებელი პენალტი: ფეგული (67. გალათასარაი)

კომენტარები

ბოლო ამბები