Thumbnail

მნიშვნელოვანი სიახლე სუმოში - ტოჩინოშინს ხელფასი გაუზარდეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ელიტის სუმოისტებს ხელფასი 6-7%-ით მოემატა
  • ოძეკის ხელფასი 2.5 მილიონი იენი იქნება

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება და 2019 წლის 1 იანვრიდან პროფესიულ სუმოში ხელფასები გაზარდა. ასეთი რამ ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. 

Update: 'მხოლოდ მოსაგებად გავალ' - ტოჩინოშინი ზამთრის ტურნეზეც გამორჩეულია

 

სუმოში ხელფასს სპორტსმენები რანგის მიღებით იღებენ, ხელფასს. ამის გარდა არსებობს კერძო ფირმების დაწესებული პრიზები (კენშო), რომლებიც უშუალოდ ორთაბრძოლებზე წესდება. 
ხელფასები მხოლოდ სეკიტორებს - ელიტის სუმოისტებს - გაუზარდეს.

გაგამარუ ელიტას დაუბრუნდა და ხელფასიც აღუდგინეს

პირველი იანვრიდან დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) თვეში 3 მილიონ იენს მიიღებს. ჩემპიონი (ოძეკი) - 2.5 მილიონს. სეკივაკე და კომუსუბი თვეში 1.8 მილიონს. რიგითი მაეგაშირები 1.4 მილიონ იენს მიიღებენ, ხოლო ჯურიოს დივიზიონის სუმოისტები - 1.2 მილიონს. 

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ახლახან დაუბრუნდა ჯურიოს დივიზიონს და მისი ხელფასი ახალი წლიდან თვეში 1.2 მილიონი იენი იქნება (დაახლოებით 28 ათასი ლარი თვეში). 

ტოჩინოშინი ოძეკის რანგში ჭიდაობს მისი ხელფასი 2.5 მილიონი იენი იქნება (დაახლოებით 58.5 ათასი ლარი თვეში). 

სუმოში ახლა ზამთრის საგამოფენო ბრძოლები მიმდინარეობს, წლის პირველი ბაშო კი იანვარში ტოკიოში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები