Thumbnail

მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
  • ჯონ სექსტონი ირლანდიაში კიდევ სამი წლით ითამაშებს

2018 წლის საუკეთესო მორაგბემ და ირლანდიის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ჯონ სექსტონმა ირლანდიის რაგბის კავშირთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის ირლანდიის ნაკრებისა და ლენსტერის ღირსებას კიდევ სამი წლით დაიცავს. სექსტონის კონტრაქტი 2020-2021 წლების სეზონის დასასრულს ამოიწურება.

სექსტონმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებით ბედნიერია და ეს ის ადგილია, სადაც თამაში ყოველთვის სურდა. ჯონის აზრით, ირლანდიურ რაგბის საუკეთესო პერიოდი აქვს, რომელიც კიდევ რამდენიმე წელიწადს უნდა გაგრძელდეს.

ჯონ სექსტონი ირლანდიის ნაკრებთან ერთად სამჯერ გახდა ექვსი ერის გამარჯვებული. ლენსტერთან ერთად კი 4-ჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს და ერთხელ ჩელენჯ ქაფიც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები