Thumbnail

Bentley Bentayga დაბადების დღეზე - მაურო იკარდის ძვირფასი საჩუქარი ვანდა ნარას

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის არგენტინელ თავდამსხმელს საყვარელი ქალისთვის ფული არ ენანება
  • Bentley Bentayga ფეხბურთელს დაახლოებით 200 ათასი ევრო დაუჯდებოდა

მილანის ინტერისა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ თავის მეუღლე ვანდა ნარას დაბადების დღეზე საკმაოდ ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა. ვანდამ 32-ე დაბადების დღე წვეულებით აღნიშნა, ფეხბურთელმა კი სადღესასწაულო საღამოს მიწურულს საჩუქარიც გამოაჩინა - ძვირფასი Bentley Bentayga, ვანდას სახელობითი ნომრით.

ინტერის 25 წლის ფეხბურთელს ეს სიურპრიზი დაახლოებით 200 ათასი ევრო დაუჯდებოდა.


 მოგვიანებით იუბილარმა საჩუქრით თავი Instagram-ში თავის გვერდზე მოიწონა და არც იკარდისთვის დაავიწყდა მადლობის გადახდა:

"რაც უნდა გააკეთო, ჩემი საუკეთესო საჩუქარი მაინც შენ ხარ, მაურო იკარდი. მაგრამ არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადო ამ სიურპრიზისთვის".

ზოგადად, არგენტინელ თავდამსხმელს საჩუქრების გაკეთება ეხერხება. ცოტა ხნის წინ მან ინტერში თანაგუნდელები Rolex-ის საათებით დაასაჩუქრა.

კომენტარები

ბოლო ამბები