Thumbnail
  • სამი ქართველი მოწინავეთა შორის
  • ოქროს ბუცი 2018/19, საშუალედო ცხრილი

2017/18 წლების სეზონის "ოქროს ბუცი" ლიონელ მესიმ მოიგო, რომლისთვისაც ეს პრიზი მეხუთეა კარიერაში (ზედიზედ მეორე). ბარსელონას ფორვარდმა ლა ლიგაში 34 გოლი გაიტანა და ისე გახდა ევროპის საუკეთესო ბომბარდირი. ლეო ახლაც ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ნახევარი სეზონი გავიდა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში იმ ქვეყნის გოლეადორები არიან დაწინაურებულები, რომელთაც პირველობა გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, მათ უკვე დაასრულეს სეზონი. ერთი ეგაა, ეს ფეხბურთელები მეტს ვერ მოიმატებენ ცხრილში და გარანტირებული უკუსვლა ემუქრებათ. 

TOP 20-ში ერთადერთი ზაქარია ბეგლარიშვილი არ არის ამპლუით ფორვარდი

სიაში მეორე ადგილზეა ესტონური ფლორას ქართველი ლეგიონერი ზაქარია ბეგლარიშვილი. სიაში ტოპ-20-ეულშია დინამოს ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე და ჩიხურას ლიდერი გიორგი გაბედავა. 

ზაქარიამ მისთვის სუპერსეზონი (ის ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 30 გოლითა და 22 საგოლე პასით) ახლახან დაასრულა. ის "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში მე-2 ადგილზეა (30 გოლი) და ერთით ჩამორჩება ბრაზილიურ ლილიუს, რომელმაც ესტონურ კალიუში 31 გოლი გაიტანა. ბუდუ ზივზივაძე და გიორგი გაბედავა ახლახან ეროვნული ლიგის თანაბომბარდირები გახდნენ 22-22 გოლით. გორის დილას უკრაინელმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა კი 21 გოლი გაიტანა. 

გიორგი გაბედავამ და ბუდუ ზივზივაძემ ჩემპიონატი 22-22 გოლით დაასრულეს

რაც პრიზს European Sports Media გადასცემს, ევროპის ლიგებს შორის გაჩნდა დიფერენციაცია - უეფას კოეფიციენტით პირველ ხუთ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა 2-ზე მრავლდება, ხოლო მე-6 - 21-ე ლიგებში გატანილი კოლები - 1,5-ზე. ასე რომ, საქართველოსა და ესტონეთის დარ სუსტ ჩემპიონატებში მოასპარეზე ფორვარდებს "ოქროს ბუცის" მოგების პრაქტიკული შანსი აღარ აქვთ (რადგან მათი გოლების რაოდენობა არ მრავლდება). ტიტულის ბოლო ასეთი მფლობელი სწორედ საქართველოდან იყო - 1995/96 წლების სეზონში ზესტაფონელმა ზვიად ენდელაძემ 40 გოლი გაიტანა. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა სისტემა. 

თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამ კოეფიციენტების სისტემის გათვალისწინებითაც ზაქარია ბეგლარიშვილი მეორე ადგილზეა და ყველა სახელოვან გოლეადორს უსწრებს. 

ბუდუ ზივზივაძე და გიორგი გაბედავა კი ისეთ ვარსკვლავებს უსწრებენ, როგორიც ედინსონ კავანი, კრიშტიანო რონალდო, მოჰამედ სალაჰი და ლუის სუარესია. 

ოქროს ბუცი 2018/19. მიმდინარე ცხრილი

1. ელენტონ ლილიუ (კალიუ, ესტონეთი) 31 (31)
2. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა, ესტონეთი) 30 (30)
3. პაულინიო (ჰაკენი, შვედეთი) 30 (20-1.5)
4. პატრიკ ჰობანი (დანდალკი, ირლანდია) 29 (29)
5. რომან დებელკო (ლევადია, ესტონეთი) 27 (27)

6. ლინუს ჰალენიუსი (სუნდსვალი, შვედეთი) 27 (18-1.5)
7. ნიკოლაი კომლიჩენკო (მლადა, ჩეხეთი) 25.5 (17-1.5)
8. მბაიე დიანე (კასიმფაშა, თურქეთი) 24 (16-1.5)
9. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) 24 (12-2)
10. ემილიანო სალა (ნანტი, საფრანგეთი) 24 (12-2)

11. ლივიუ ანტალი (ჟალგირისი, ლიტვა) 23 (23)
12. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი, დანია) 22.5 (15-1.5)
13. ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი) 22 (11-2)
14. ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი) 22 (11-2)
15. ნიკლა პეპე (ნანტი, საფრანგეთი) 22 (11-2)

16. კრჟიშტოფ პიატეკი (ჯენოა, იტალია) 22 (11-2)
17. კრისტიან სტუანი (ჟირონა, ესპანეთი) 22 (11-2)
18. ფლორიან ტოვენი (მარსელი, საფრანგეთი) 22 (11-2)
19. ბუდუ ზივზივაძე (დინამო, საქართველო) 22 (22)
20. გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საქართველო) 22 (22)

შენიშვნა: პირველი ქულების რაოდენობა, ფრჩხილებში გოლი + კოეფიციენტი

ოქროს ბუცის შესახებ

მესიმ პრიზი მეხუთედ მიიღო

1980 წელს ეს პრიზი ფრანგულმა "ეკიპმა" დაარსა Soulier d'Or-ის სახელით (ოქროს ბუცი ფრანგულად). "ეკიპის" და "ადიდასის" მიერ შემუშავებული მარტივი წესებით, "ოქროს ბუცი" გადაეცემოდა იმ ფეხბურთელს, რომელიც სეზონში ყველაზე მეტ გოლს გაიტანდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა ჩემპიონატის დონეს. იმ წლებში ბევრი დარღვევაც ხდებოდა.

1992-96 წლებში პრიზი ოფიციალურად არ თამაშდებოდა გარკვეული დავების გამო. ამიტომაც, 1995/96 წლებში მარგვეთის ფორვარდ ზვიად ენდელაძისთვის პრიზი არ გადაუციათ, როცა უმაღლეს ლიგაში 40 გოლი გაიტანა.

თუმცა ოფიციალურ სიაში ენდელაძის გვარი, როგორც "ოქროს ბუცის" მფლობელის, მითითებულია. 1996 წლის მერე პრიზს "ევროპული სპორტული მედია" (eusm.eu) გადასცემს და შემოიღეს ლიგების დიფერენციაცია.

კომენტარები

ბოლო ამბები