Thumbnail
  • სანტიაგო სოლარიმ კრიშტიანო რონალდოს უპასუხა
  • რონალდოს ინტერვიუს ალვარო ოდრიოსოლაც გამოეხმაურა

გაძეტა დელო სპორტში დაბეჭდილ კრიშტიანო რონალდოს ინტერვიუს საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი მოჰყვა. სხვა ბევრ საკითხთან ერთად, პორტუგალიელმა ყოფილი და ამჟამინდელი კლუბებიც შეადარა და განაცხადა, რომ მადრიდის რეალისგან განსხვავებით, ტურინის იუვენტუსი ერთ მუშტად შეკრული გუნდია, სადაც თავს ისე გრძნობს, როგორც მეორე ოჯახში. ამ თემას სამეფო გუნდის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი გამოეხმაურა…

“არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რა გამოარჩევს მადრიდის რეალს სხვა კლუბებისგან და რამდენად დიდია ამ გუნდის ისტორია. რეალი ყოველთვის იყო დიადი და ამავე დროს, თავმდაბალი. სწორედ ამიტომ იგებდა ეს გუნდი ყოველთვის უამრავ ტიტულს. რონალდო რეალის ცოცხალი ლეგენდაა და შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერი მოსაზრება.” - განაცხადა სანტიაგო სოლარიმ.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა რეალის მცველმა ალვარო ოდრიოსოლამ: “პატივს ვცემ რონალდოს, ბევრი მისცა ჩვენ გუნდს, მაგრამ რეალისთვის ის უკვე წარსულია. ჩემთვის მოულოდნელი იყო რეალის ფეხბურთელთა თავმდაბლობა და ენთუზიაზმი, რაც აქ ვნახე. შემიძლია ვთქვა, რომ რეალი ერთი ოჯახია”.

კომენტარები

ბოლო ამბები