Thumbnail

ფეხბურთელი, რომელიც სამ თვეში ცხრაჯერ გაძვირდა - CIES-ის საინტერესო კვლევა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • CIES-მა ევროპის ტოპლიგებში სატრანსფერო ფასების ზრდა გამოიკვლია
  • სეზონის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტად გაძვირებული ფეხბურთელები
  • სიას დორტმუნდის ინგლისელი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო ლიდერობს

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა CIES-მა იმ ფეხბურთელების სია შეადგინა, რომელთა სატრანსფერო ფასმა სეზონის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტად მოიმატა. კვლევა ეხება ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგაში - ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში გამოდიან.

განსაკუთრებით გაძვირებულ ფეხბურთელთა ჩამონათვალს სათავეში, როგორც აბსოლუტური, ისე შედარებითი მნიშვნელობით, დორტმუნდის ბორუსიას შემტევი ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო უდგას. ინგლისის ნაკრების 18 წლის ფეხბურთელის ფასმა, სულ რაღაც სამ თვეში, 78.2 მილიონი ევროთი მოიმატა, რაც 806-პროცენტიანი ზრდაა.  

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სანჩომ 14 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და მიითვალა შვიდი საგოლე პასი. მის ანგარიშზე ასევე ინგლისის ნაკრებში ჩატარებული 3 მატჩია.

ფასის ზრდის პროცენტული მანჩვენებლით, მეორე ადგილზე სანჩოს თანაგუნდელი დორტმუნდის ბორუსიაში მარკო როისია. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გერმანელის ფასი სეზონის წინ 4,6 მილიონი ევროს ნიშნულზე იყო, მაგრამ დღეს 23,5 მლნ-ს შეადგენს, რაც 411%-იანი ზრდაა.

TOP 5 ფეხბურთელი აბსოლუტური მნიშვნელობით

1. ჯეიდონ სანჩო, დორტმუნდი - იყო 9.7 მლნ ევრო, გახდა 87.9 მლნ ევრო (+78.2);
2. ჟოაო კანსელუ, იუვენტუსი - იყო 27.8, გახდა 74.2 (+46.4);
3. ენდრიუ რობერტსონი, ლივერული - იყო 47.8, გახდა 79.8 (+32);
4. რიშარლისონი, ევერტონი - იყო 45.3, გახდა 76.3 (+31);
5. ტილო კერერი, პსჟ - იყო 24.3, გახდა 54.7 (+30.4);

TOP 5 ფეხბურთელი შედარებითი მნიშვნელობით

1. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) - +806%;
2. მაროკო როისი (დორტმუნდი) - +411%.
3. მოიზე კინი (იუვენტუსი) - +263%;
4. იაკობ ლარსენი (დორტმუნდი) - +258%;
5. ლუკ შოუ (მან იუნაიტედი) - +237%.

კომენტარები

ბოლო ამბები