Thumbnail

კლოპი: ლივერპულის სულს და გულს ვერავინ იყიდის - აი, რა არის მთავარი!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანელმა მწვრთნელმა ფანებს სიტყვით მიმართა.
  • იურგენ კლოპი: ლივერპული კოუტინიოთი არ დაწყებულა და არც მისი წასვლით დამთავრდება!

ლივერპულმა ზაფხულში ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნება შეძლო, ნახევარი წლის შემდეგ კი მაინც დაკარგა. ბრაზილიელი ბარსელონაში მაინც გადავიდა, ლივერპულის გულშემატკივრები კი განრისხებულები არიან. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფანების დამშვიდება სცადა:

“საიდუმლოს არავის წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ კოუტინიოს ბარსელონაში გადასვლა ივლისშივე ძალიან უნდოდა. ფილიპემ მეც და კლუბის ხელმძღვანელებსაც არაერთხელ გვითხრა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა სურდა და გვთხოვა, ტრანსფერისთვის ხელი არ შეგვეშალა. მესმის, რომ ჩვენი გულშემატკივრები ძალიან გულდაწყვეტილები არიან, რადგან ჩვენ მართლაც ძალიან მაგარი ფეხბურთელი დავკარგეთ.

მე მას ვეუბნებოდი, რომ ლივერპულში დარჩენა მისთვის ბარსელონაში გადასვლაზე არანაკლებ კარგი იქებოდა

ფანებს შემიძლია ვუთხრა: მეც და ხელმძღვანელებმაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ კოუტინიოსთვის აზრი შეეცვალა და ჩვენთან დარჩენილიყო. მე მას ვეუბნებოდი, რომ ლივერპულში დარჩენა მისთვის ბარსელონაში გადასვლაზე არანაკლებ კარგი იქებოდა. მაგრამ კოუტინიო 100 პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ კარიერა ბარსაში უნდა გაეგრძელებინა. ის ამაზე ოცნებობდა და საბოლოოდ, მეც დავრწმუნდი, რომ აზრს ვერ შევაცვლევინებდი.

ფეხბურთელები მოვლენ და წავლენ, მაგრამ ლივერპული იყო, არის და ყოველთვის იქნება ძლიერი გუნდი

ჩემთვის ფანების გულისწყრომა გასაგებია, მაგრამ ხანდახან რაღაც-რაღაცები ისე უნდა მივიღოთ, როგორც არის. ასეთი შემთხვევები არა მარტო ფეხბურთის, არამედ ზოგადად ცხოვრების ნაწილია. ფეხბურთელები მოვლენ და წავლენ, მაგრამ ლივერპული იყო, არის და ყოველთვის იქნება ძლიერი გუნდი. საკმარისად დიდი ხანია, ამ კლუბში ვმუშაობ, რომ ზუსტად ვიცოდე: ლივერპულს არაერთი კარგი ფეხბურთელი ადრეც დაუკარგავს, მაგრამ ამ ტრანსფერებით ლივერპულის ისტორია არ დასრულებულა. კოუტინიო გაიყიდა, მაგრამ, რაც მთავარია, საფეხბურთო კლუბ ლივერპულის გულს და სულს ვერავინ ვერასდროს იყიდის! არადა, ზუსტად ვიცი, ლივერპულის სულის და გულის ყიდვაც ბევრს მოუნდებოდა,” - ნათქვამია კლოპის მიმართვაში, რომელიც ლივერპულის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ლივერპულის მაისური გაქვთ და ზურგზე კოუტინიო აწერია? ყველაფერი დაკარგული არ არის!

£142 მილიონი, კოუიტინიო ბარსაში ითამაშებს!

კომენტარები

ბოლო ამბები