Thumbnail
  • ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2021 წელს სლოვენია-უნგრეთში გაიმართება
  • საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში საფრანგეთთან ერთად მოხვდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ევროპის 2021 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხე კალათაში იყო და საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა. გია ცეცაძის გუნდს საფრანგეთთან, სლოვაკეთთან, შვეიცარიასთან, აზერბაიჯანთან და ლიხტენშტაინთან მოუწევს დაპირისპირება.

2021 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება: სლოვენიასა და უნგრეთში. ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შესარჩევ ეტაპზე 9 ჯგუფია, რომლის გამარჯვებულებიც პირდაპირ მოხვდებიან ევროპის პირველობაზე. ორი საუკეთესო მეორე ადგილოსანი პლეი ოფის გზით გამოავლენენ მეათე ნაკრებს. პლუს ორი მასპინძელი და მივიღებთ ტურნირში მონაწილე 12 ნაკრებს.

ევრო 2021-ის შესარჩევი ეტაპის ყველა ჯგუფი

ჯგუფი 1: იტალია, შვედეთი, ისლანდია, ირლანდია, სომხეთი, ლუქსემბურგი

ჯგუფი 2: საფრანგეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, საქართველო, აზერბაიჯანი, ლიხტენშტაინი

ჯგუფი 3: ინგლისი, ავსტრია, თურქეთი, კოსოვო, ალბანეთი, ანდორა

ჯგუფი 4: ხორვატია, ჩეხეთი, საბერძნეთი, შოტლანდია, ლიეტუვა, სან მარინო

ჯგუფი 5: სერბეთი, პოლონეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლატვია, ესტონეთი

ჯგუფი 6: ესპანეთი, ისრაელი, მონტენეგრო, მაკედონია, ყაზახეთი, ფარერები

ჯგუფი 7: პორტუგალია, ჰოლანდია, ნორვეგია, ბელარუსი, კვიპროსი, გიბრალტარი

ჯგუფი 8: დანია, რუმინეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩრდ. ირლანდია, მალტა

ჯგუფი 9: გერმანია, ბელგია, უელსი, ბოსნია, მოლდოვა

კომენტარები

ბოლო ამბები