Thumbnail

PREVIEW | გადამწყვეტი მატჩი ენფილდზე, კლოპი დახმარებისთვის ფანებს მიმართავს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 12 დეკემბერი ⌚00:00 ⚽ ლივერპული V ნაპოლი
  • წაგება, ან ფრე ლივერპულისთვის ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავს...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ლივერპული ენფილდზე კარლო ანჩელოტის ნაპოლის მასპინძლობს. წითლებს, ჯგუფიდან გასასვლელად, ან 1:0 მოგება ჭირდებათ, ან ნებისმიერი მოგება მინიმუმ 2-ბურთიანი უპირატესობით.

ფრე, ან წაგება ლივერპულისთვის ლიგაზე გამოსვლის დასრულებას ნიშნავს და გუნდი მესამე ადგილით ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს. "მე ვუხმობ ენფილდს, გვჭირდებით!" მიმართავს კლოპი გულშემატკივრებს მატჩის წინ.

"იმისი დიდი შანსია, რომ კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი კარგი ღამე ჩაიწეროს. მინდა, რომ ეს შანსი ყველამ ერთად გამოვიყენოთ..." ამბობს კლოპი. "თუმცა რასაკვირველია, ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება."

თუმცა თუ კლოპის გუნდი ენფილდზე ნებისმიერი სახის ერთბურთიანი უპირატესობით მოიგებს და პსჟ ცრვენა ზვეზდასთან დამარცხდება, მერვედფინალში სწორედ წითლები გავლენ. ნაპოლის ენფილდზე ვლად კირიკეში და სიმონე ვერდი ვერ დაეხმარებიან.

"არ ვიცი ლივერპული რას აპირებს, თუმცა ჩვენ ზუსტად ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ..." ამბობს კარლო ანჩელოტი. "ვიცით სახლში რა სისწრაფეებზე შეუძლიათ თამაში და ვეცდებით ტემპში იქამდე ავყვეთ, სადამდეც ძალა გვეყოფა."

"აქ იმისთვის არ ჩამოვულსვართ, რომ დაცვაში ჩავჯდეთ. ფეხბურთი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება - დაცვა და შეტევა, ვეცდებით, რომ ორივე ფაზა კარგად გამოვიყენოთ."

საინტერესო ფაქტები

► ლივერპულს ბოლო 18 მატჩია ევროტურნირების ფარგლებში ენფილდზე არ წაუგია - 13 მოგება, 5 ფრე!

► ნაპოლის წელს 2 წაგება აქვს, ორივე მატჩი გასვლაზე და ორივე 2 ბურთიანი სხვაობით...

► ანჩელოტის გუნდის 9 გასვლითი მატჩიდან, რვაში 2.5 გოლზე მეტი გავიდა...

კომენტარები

ბოლო ამბები