Thumbnail

eSports და ოლიმპიადა - საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 'გაურკვევლობები' აშინებს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა eSports-ის მოყვარულებს იმედი გაუცრუა
  • ელექტრონულ სპორტს ოლიმპიურ სახეობად ქცევაში ხელს 'გაურკვევლობები' უშლის

ყველას, ვინც ელოდა, რომ ელექტრონული სპორტი ოლიმპიური სახეობა უახლოეს მომავალში გახდებოდა, იმედი გაუცრუვდა.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია რომ - 'ელექტრონული სპორტის ოლიმპიადაზე მედლის ღონისძიებად ჩართვა ამ ეტაპზე ნაადრევია.'

განცხადებაში აღნიშნულია რამდენიმე 'გაურკვევლობა', რომლებიც ვიდეო თამაშების ოლიმპიადებში ჩართვას ართულებს. ჩამოთვლილ გაურკვევლობებში eSports ინდუსტრიის დაშლილობა (ფრაგმენტულობა) და სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებაა. სოკ-მა კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი ძალადობის აკრძალვაზე და გაიმეორა, რომ 'ზოგიერთი თამაში ოლიმპიადისთვის სრულად შეუფერებელია'. ასეთებში სავარაუდოდ CS:GO, Battlefield და სხვა რეალისტური 'შუთერები' შედიან.

მიუხედავად ყველაფრისა, განცხადებაში ხაზგასმით იყო საუბარი გამონაკლისებზე, რომლებიც იმ თამაშებს ეხება, რომლებიც რეალური სპორტის სახეობების სიმულაციას ახდენს. თანამედროვე სამყაროში მსგავსი თამაში მრავლადაა - FIFA 19, NBA 2k და ა.შ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს ადგილობრივ ფედერაციებს შეისწავლონ ეს სფერო და ითანამშრომლონ შესაბამის ორგანიზაციებთან.

განცხადების ხელმომწერთა შორის სოკ-ის პრეზიდენტი, ტომას ბახიც იყო. შეხვედრას Electronic Arts-ის დირექტორი, ლარი პრობსტი დაესწრო.

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს Intel-თან თანამშომლობას. პირველ ეტაპზე eSports ტურნირებს მხოლოდ მარკეტინგული დანიშნულება ექნება, რათა ოლიმპიადისკენ ახალგაზრდა თაობა მიიზიდოს, თუმცა მომავალში შესაძლოა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები