Thumbnail

პირველი მეტოქე ზელანდიაა - უმცროსი ბორჯღალოსნების განრიგი მსოფლიოს თასზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უმცროსი ბორჯღალოსნების მატჩების განრიგი ცნობილია
  • პირველი მეტოქე ზელანდიაა, მეორე - სამხრეთ აფრიკა, მესამე - შოტლანდია

არგენტინის რაგბის კავშირის გვერდზე, 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის, განრიგი გამოქვეყნდა. მატჩები არგენტინის ორ ქალაქში, როსარიოსა და სანტა ფეში 4-ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

'უმცროსი ბორჯღალოსნები' პირველ მატჩს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავენ. მეორე შეხვედრაში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩში შოტლანდიას შეერკინებიან.

მატჩების განრიგი

ახალი ზელანდია V საქართველო - 4 ივნისი - თბილისის დროით 20:00 საათი
სამხრეთ აფრიკა V საქართველო - 8 ივნისი - თბილისის დროით 17:30 საათი
შოტლანდია V საქართველო - 12 ივნისი - თბილისის დროით 17:30 საათი

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა 12-გუნდა ელიტაში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ, რაც ისტორიული შედეგია, რადგან არც მანამდე და არც მერე, ალაფიდან აღზევებულ გუნდს უძლიერესთა შორის ადგილი არ შეუნარჩუნებია. პირველ ორ შემთხვევაში ილია მაისურაძის შეგირდებმა ჩემპიონატში მეოთხე მატჩი მოიგეს და მე-10 ადგილი დაიკავეს, წელს კი საფრანგეთში ირლანდიას, იაპონიასა და შოტლანდიას სძლიეს და მე-9 ადგილზე დამკვიდრდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები