Thumbnail

ქართველები EBA ლიგაში - ანდრონიკაშვილი ფეხს იკიდებს, ბულაშვილი ლიდერია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რატი ანდრონიკაშვილის 9 ქულა
  • ლუკა ბულაშვილის 20 ქულას

ესპანეთის ტოპლიგა ACB-ში საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი თამაშობს (თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, თად მაკფადენი, მეტ ჯენინგი), ბოლო დრომდე თამაშობდა დუდა სანაძეც, თუმცა ნაკრების კალათბურთელები რანგით დაბალ  EBA ლიგაშიც არიან.

ერთ-ერთი მათგანია 18 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ACB ლიგის ბურგოსში ირიცხება, თუმცა მის სარეზერვო გუნდად ცნობილ მირაფლორეს ბურგოსში თამაშობს. EBA ლიგაში დებიუტი მას ართუ დიდი ხნის წინათ ჰქონდა. 

მორიგ ტურში მირაფლორესმა გოიერი 100:75 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელმა 17 წუთში 9 ქულა, 5 პასი, 2-2 მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა. მირაფლორესი A-A ჯგუფში 6-3 ბალანსით მე-7 ადგილზეა.

რატი ანდრონიკაშვილი

EBA ლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა ლუკა ბულაშვილი, რომელიც კორნელიაში თამაშობს. ბულაშვილი ამჯერადაც იყო გაფართოებულ სიაში, მაგრამ არც ამჯერად მოხვდა 12 კაცში. ესპანეთში დაბრუნებულმა ბულაშვილმა შესანიშნავად ითამაშა ესტუდიანტესთან 77:61 მოგებულ თამაშში. ლუკა სასტარტოში იყო, მან 33 წუთში 20 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. კორნელია C-A ჯგუფში 4-7 ბალანსით მე-10 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები