Thumbnail

ისევ შეტაკება ბუენოს აირესში! პოლიციამ რივერ პლეიტის ფანების ზეიმი დაარბია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლიბერტადორესის თასის ფინალის შემდეგ ბუენოს აირესში ისევ არეულობა იყო
  • რივერ პლეიტის ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ლიბერტადორესის თასის ისტორიულმა ფინალმა, რომელიც ლოგიკური ადგილიდან ძალიან შორს, მადრიდში გაიმართა, სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა - ესპანეთის დედაქალაქმა არგენტინული სუპერკლასიკოს უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყო. სამაგიეროდ, ბუენოს აირესში ისევ არეულობა და უშნო სცენები იყო.

რიველ პლეიტის ფანებმა ზეიმის დროს პოლიციას შეუტიეს - ამის შესახებ არგენტინული გამოცემა “კლარინი” წერს. ისინი სამართალდამცავებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ. “კლარინის” ცნობით, ბუენოს აირესის პოლიცია იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა. პოლიციამ რივერის ფანების ზეიმი ერთ საათში დაშალა. არგენტინული მედიის ინფორმაციით, 10 გულშემატკივარი დაკავებულია.

ქვებს ყველა ფანი არ ისროდა
ფოტოები: CLARIN

რივერ პლეიტმა ფინალის საპასუხო შეხვედრაში მოსისხლე მტერი ბოკა ხუნიორსი 3:1 დაამარცხა (დამატებით დროში) და ლიბერტადორესის თასი მეოთხედ მოიგო (ბოკას ექვსჯერ აქვს მოგებული).

კომენტარები

ბოლო ამბები