Thumbnail

CS:GO | Astralis-მა ESL-ის მერვე სეზონი და მილიონი დოლარი მოიგო

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Astralis ESL Pro League-ს მერვე სეზონის გამარჯვებული გახდა
  • ტიტულის მოპოვების შედეგად დანიელებმა მილიონი აშშ დოლარი მიიღეს

დანიური მონსტრი Astralis 2018 წლის ESL Pro League-ს გამარჯვებული გახდა და მსოფლიოში საუკეთესო გუნდის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.

დანიელებმა Intel Grand Slam-ის ფინალში Team Liquid დაამარცხეს. ნათამაშები ოთხი რუკიდან მათ სამი მოიგეს.

ESL-ის ტიტულთან ერთად Astralis-მა ერთი მილიონი აშშ დოლარი მოიპოვა. მათ წლის ბოლო ფანჯარაში გამართული ათი ღონისძიებიდან ოთხი მოიგეს. ერთადერთი გუნდი, რომელიც ამ შედეგთან ახლოს იყო FaZe Clan-ია, რომელმაც ანალოგიურ პერიოდში ორი ტურნირის მოგება მოახერხა.

ფინალში Liquid-მა მხოლოდ ერთი რუკის - Train-ის მოგება (16-8) მოახერხა. დანარჩენ სამზე (Mirage - 16-11; Inferno - 16-11; Dust II - 16-10) გამარჯვება დანიელებს დარჩათ. Astralis-იდან რომელიმე მოთამაშის გამოყოფა ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლუკას 'gla1ve' როსანდერი, რომელმაც Mirage 31 მკვლელობით დაასრულა.

მიუხედავად მარცხისა, უნდა ითქვას, რომ Team Liquid ერთადერთი გუნდია, რომლებიც Astralis-ისთვის წინააღმდეგობის გაწევას ახერხებენ.

რაც შეეხება Astralis-ს, მათ წელს მეცხრე ტურნირი მოიგეს. საერთაშორისო პრესაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ დანიელებმა ყველა დროის საუკეთესო გუნდი შექმნეს, თუმცა ამის დამტკიცება მათ უკვე მომავალ სეზონში მოუწევთ.

წინ კი IEM Katowice Major-ია, სადაც Astralis-ს ტიტულის დაცვა მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები