Thumbnail

კაჭარავამ დოქსას გაუტანა - ქართველის პირველი გოლი ჩემპიონატში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანორთოსისი 3:1 დოქსა
  • კაჭარავამ ანორთოსისის მაისურით კვიპროსის ჩემპიონატში პირველად გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში, ანორთოსისმა დოქსას უმასპინძლა და მეტოქეს 3:1 მოუგო. ნიკა კაჭარავამ და ბექა მიქელთაძემ მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს თამაში.

კაჭარავამ მინდორზე 90 წუთი გაატარა, ხოლო მიქელთაძე 74-ე წუთზე შეცვალეს. ნიკამ მატჩის 81-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ანორთოსისს 3:1 მოაგებინა. ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის ჩემპიონატში ანორთოსისის მაისურით პირველად გაიტანა.

კაჭარავას გოლი რვა თვე არ ჰქონდა გატანილი და წინა კვირას თასზე დუბლით შეძლო თავის გამოჩენა.

ანორთოსისს 19 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებს. ქართველების გუნდი ახალ წლამდე ორ მატჩს გამართავს, პაფოსისა და ალკის წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები