Thumbnail

რეალს ბეილმა მოაგებინა! გუნდის ცუდ თამაშს სოლარი ქარს აბრალებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • უესკა 0:1 რეალი
  • 0:1 - ბეილი (8)

ლა ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში, მადრიდის რეალი გასვლაზე უესკას დაუსპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით  - 0:1 დამარცხა. არაგონელებს ერთადერთი გოლი რეალის უელსელმა ვარსკვლავმა - გარეტ ბეილმა გუტანათ.

გარეტ ბეილის ლა ლიგაში მშრალ სერიას, წინ 40 კარში დარტყმა და გაცდენილი 802 წუთი უძღვოდა, რაც ტოტენჰემ ჰოთსპურის ყოფილი შემტევისთვის ესპანეთში გატარებული სეზონებიდან ყველაზე ცუდი პერიოდი გახლდათ.

რეალის მთავარ მწვრთნელს - სანტიაგო სოლარის თამაშს ხარისზე ჰკითხეს "ყველაფერი ქარის ბრალია, ძლიერმა ქარმა წაართვა თამაშს ხიბლი. თუმცა მე კამყოფილი ვარ, სწრაფი გოლი საჭირო დროს გავიტანეთ, თავს კარგად ვიცავდით და 3 ქულა ავიღეთ, ეს არის მთავარი." განაცხადა სოლარიმ.

"ბეილმა 3 ქულა მოგვიტანა, რომშიც გაიტანა და ეს მახარებს" დაამატა არგენტინელმა. შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ლა ლიგაში 15 ტურის შემდეგ 26 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები