Thumbnail

გენო პეტრიაშვილი ვლადიკავკაზის ტურნირის, ალანები 2018-ის გამარჯვებულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ვლადიკავკაზის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
  • ერთი ოქრო და ორი ვერცხლი ქართული გუნდის აქტივში

თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიკავკაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის, ალანები 2018 ფინალურ ბლოკში სამი ქართველი მოჭიდავე გავიდა: ბექა ლომთაძე (61 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) ფინალში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი კი ირანელ ფალავანს დაუპირისპირდა. 

გენო პეტრიაშვილმა ბრწყინვალედ წარმართა ფინალური ორთაბრძოლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 10:1 დაამარცხა მეტოქე, ჯაბერ ტაგი. ქართველმა ფალავანმა ოქროს მედალი მოიპოვა. 

გენო პეტრიაშვილის ფინალური შეხვედრა

გენო პეტრიაშვილის გამარჯვება რუსეთის საერთშორისო ტურნირის "ალანები" ფინალში 125 კგ

გენო პეტრიაშვილის გამარჯვება რუსეთის საერთშორისო ტურნირის "ალანები" ფინალში 125 კგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 09 დეკემბერი, 2018

ბექა ლომთაძე დაღესტნელ რამაზან ფერზალიევს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. 61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბექა ლომთაძის ფინალური შეხვედრა

ბექა ლომთაძის ფინალური შეხვედრა რამაზან ფერზალიევთან 61 კგ

ბექა ლომთაძის ფინალური შეხვედრა რამაზან ფერზალიევთან 61 კგ ლაივი - https://youtu.be/UeBaCmXHz0k

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 09 დეკემბერი, 2018

სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრა ასევე დათმო ავთანდილ კენჭაძემ. 74 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ტიმურ ბიჟოევს დაუპირისპირდა და დამარცხდა. არადა, კენჭაძე რამდენიმე კვირის წინ ბიჟოევს მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდა და მაშინ, ორთაბრძოლა ქართველის გამარვებით დასრულდა. 

ავთანდილ კენჭაძის ფინალური შეხვედრა

ავთო კენაჭაძის და ტიმურ ბიჟოევის ფინალი 74 კგ

ავთო კენაჭაძის და ტიმურ ბიჟოევის ფინალი 74 კგ - შეფასება თქვენთვის მოგვინდია

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 09 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები