Thumbnail
  • ჰარი კეინის შესახებ ახალი სატრანსფერო სპეკულაციები დაიწყო
  • ბრიტანული მედიის ცნობით, ბარსელონა ინგლისელში სარეკორდო თანხას იხდის

ორი წლის წინ, როდესაც ჰარი კეინის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ჭორების გავრცელებამ პიკს მიაღწია, ინგლისელმა გოლეადორმა ტოტენჰემთან 8-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამით ყველა გააჩუმა. მის ხელშეკრულებას ვადა 2024 წელს გასდის და ლოგიკურად, ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, მაგრამ ჰარის შესაძლო ტრანსფერზე სპეკულაციები ისევ დაიწყო.

როგორც ინგლისური გაზეთი “დეილი სტარი” წერს, ბარსელონა მზადაა, ტოტენჰემს 25 წლის ცენტრფორვარდის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა შესთავაზოს. კონკრეტულად: თანხმობის შემთხვევაში, კატალონიელები ინგლისელებს 167 მილიონ ევროს ახლავე გადაუხდიან, მერე კი, ეტაპობრივად ბონუსებსაც - ისე, რომ კეინის საბოლოო ღირებულება 224 მილიონი ევრო იყოს, რაც ახალი რეკორდი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახლა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ნეიმარია, რომელიც 2017 წელს პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონადან 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები