Thumbnail
  • ხამეს როდრიგესი ბაიერნში ალბათ არ დარჩება
  • კრიშტიანო რონალდო კოლუმბიელს ტურინში ეპატიჟება

ხამეს როდრიგესის შესახებ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ცნობა ვრცელდება. როგორც ჩანს, კოლუმბიელი მიუნხენის ბაიერნს მართლაც დატოვებს - უახლესი ინფორმაციით, ხამესი უდიდესი ალბათობით ტურინის იუვენტუსში აღმოჩნდება და ეს პირველ რიგში კრიშტიანო რონალდოს დამსახურება იქნება.

ხამეს როდრიგესი ბაიერნში ბედნიერი აღარ არის

“დონ ბალონი” წერს, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ტურინული გრანდის ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ხამეს როდრიგესთან ერთად თამაში სურს. კრიშტიანომ იუვეს შეფებს არ დაუმალა, რომ ხამესთან მეგობრობს და რეალშიც, თავს მოედანზე ყველაზე კომფორტულად მაშინ გრძნობდა, როცა წინა ხაზზე მასთან ერთად კოლუმბიელი გამთამაშებელი თამაშობდა. “დონ ბალონის” ინფორმაციით, რონალდოს ძალიან უნდა, რომ ხამესი ტურინში გადავიდეს.

კოლუმბიელი ახლა ბაიერნშია, მაგრამ რეალის საკუთრებაა. ბავარიულ გრანდს შეუძლია, “სამეფო კლუბს” 42 მილიონი ევრო გადაუხადოს და როდრიგესი გამოისყიდოს, მაგრამ ხამესს კარიერის რეკორდმაისტერში გაგრძელების პერსპექტივა არ ხიბლავს.

რონალდო და როდრიგესი რეალში ერთმანეთს შესანიშნავად უგებდნენ

“ვერავის ვერაფერს დავპირდები. ბაიერნში ფანების სიყვარულს ვგრძნობ და ეს მიხარია, მაგრამ შეიძლება წავიდე,” - თქვა ამას წინათ 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც ნიკო კოვაჩის ხელში ვერ ბრწყინავს და მეტ სათამაშო დროსაც ითხოვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები