Thumbnail

არის ვინმე ლომაჩენკოს შემჩერებელი? უკრაინელის მორიგი სუპერ მატჩი და ახალი ტიტული!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლომაჩენკომ ხოსე პედრასა დაამარცხა
  • უკრაინელმა WBA ქამარს, WBO დაუმატა...

მსუბუქი წონის მსოფლიოს ჩემპიონმა - ვასილი ლომაჩენკომ ქამრების კოლექციას ახალი - მსოფლიო კრივის ორგანიზაციის - WBO ქამარი შემატა. უკრაინელმა 12 რაუნდიან ბრძოლაში პუერტო რიკოელი - ხოსე პედრასა დაამარცხა.

ტიტულისთვის ბრძოლა ლომაჩენკომ, თავისი შესანიშნავი გამოსვლით სრულ ფორმალობად აქცია. ბრძოლა მისი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ტაქტიკურად პედრასაც 12 რაუნდისთვის კარგად მომზადებული აღმოჩნდა, რაზეც თვითონ ლომაჩენკომაც ისაუბრა.

"ჭვკიანი მოკრივეა, კარგი დარტყმით..." ამბობდა ლომაჩენკო მატჩის შემდეგ. "რაუნდიდან-რაუნდამდე ტაქტიკას ცვლიდა, კარგად მოძრაობდა. ვისაც კრივი ესმის და უყვარს, იმ ხალხისთვის დღევანდელი მატჩი საინტერესო სანახვი იქნებოდა." განაცხადა უკრაინელმა.

ორგზის ოლიმპიური ოქროს მფლობელს, ბრძოლის დასრულება მაინც ნოკაუტით სურდა. ბოლო რაუნდებში პედრასას ბევრი მოხვდა, ორჯერ დაეცა, თუმცა წამოდგომა მოახერხა. ეს ვასილი ლომაჩენკოსთვის, კარიერაში მხოლოდ მეცამეტე პროფესიული ბრძოლა გახლდათ - ამ მოკლე დროში მსუბუქი წონის ჩემპიონმა უკვე 2 ქამრის მოპოვება შეძლო.

კითხვაზე პასუხი, არის თუ არა ვინმე ოდესელის შემჩერებელი, ალბათ ქვევით - ბუმბულის წონაში უნდა ვეძებოთ, სადაც ფლოიდ მეივეზერის ყოფილი მოსწავლე - ჯერვონტა დევისი ჩხუბობს. ჯერვონტას ლომაჩენკოსთან ბრძოლა სურს, თუმცა ამისთვის საკუთარ დივიზიონში აქვს საქმე დასამთავრებელი და შემდეგ წონის ცვლილება მოუწევს. ვრცლად ჯერვონტას შესახებ...

კომენტარები

ბოლო ამბები