Thumbnail

ლონდონის არსენალმა შესაძლოა იოზილი ამ ზამთარსვე გაყიდოს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილმა სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა
  • გერმანელი შემტევი ნახევარმცველის გადაბირებით მილანის ინტერი დაინტერესდა

დეილი ექსპრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არის შანსი, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის არსენალმა მესუთ იოზილი გაყიდოს. 30 წლის გერმანელი ნახევარმცველის გადაბირებით მილანის ინტერია დაინტერესებული.

მესუთ იოზილმა ვერ გამონახა საერთო ენა ლონდონის არსენალის ახალ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან და მისი გასხვისებაც ამიტომ დადგა დღის წესრიგში. თუ ინგლისურ მედიას დავუჯერებთ, იოზილის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ფუნტია, რაც დაახლოებით 28 მილიონ ევროს უდრის. 2013 წელს, არსენალმა მესუთი მადრიდის რეალისგან 47.5 მილიონ ევროდ იყიდა.მიმდინარე სეზონში, იოზილმა მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები