Thumbnail

ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა | ნიკოლოზ შერაზადიშვილის გმირობა ფინალში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძიუდოს კლუბი სპორტინგი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
  • ნიკო შერაზადიშვილმა რუსულ კლუბთან ბოლო ბრძოლა მოიგო

ბუქარესტში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც ლისაბონის სპორტინგი გახდა. ლისაბონური კლუბის რიგებში ორი ქართველი ასპარეზობდა: ნიკო შერაზადიშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის და ანრი ეგუტიძე, რომელიც პორტუგალიის ღირსებას იცავს.

სპორტინგმა ფინალამდე ორი მატჩი მოიგო. მათ ჯერ ვალენსიას სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში რუსული ედელვაისი დაამარცხეს. პორტუგალიელებს ფინალში კიდევ ერთი რუსული გუნდი შეხვდათ - იევარა ნევა.

რუსები ტურნირის ფავორიტები იყვნენ. მათ მეოთხედფინალში ჟენევას 5:0 მოუგეს და ნახევარფინალში მასპინძელი ბუქარესტი 4:1 დაამარცხეს. სპორტინგი ფინალში 2:0 დაწინაურდა. დავიდ რაისმა და ოდბაიარ განბაატარმა საკუთარი ბრძოლები მოიგეს, რის შემდეგაც ანრი ეგუტიძე დენის კალანინთან დამარცხდა და ანგარიში 2:1 გახდა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რუს რეტინსკის მოუგო, რითიც სპორტინგს, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ბოლო ბრძოლაში ხორხე ფონსეკა დამარცხდა და საბოლოო ანგარიში 3:2 დაფიქსირდა, სპორტინგის სასარგებლოდ.

ფინალის ვიდეო 📺

კომენტარები

ბოლო ამბები