Thumbnail
  • იუვენტუსის საოცარი სერია გრძელდება - 15 ტურში 14 მოგება
  • ტურინელებმა იტალიის დერბიში მანჯუკიჩის გოლით იმარჯვეს

ტურინის იუვენტუსმა სერია A-ს მე-15 ტურში 'ალიანს სტედიუმზე' ინტერს უმასპინძლა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა 'იტალიურ დერბიში' მორიგი გამარჯვება იზეიმა და სერია A-ს 15 ტურის შემდეგ, დამაჯერებლად, 43 ქულით ლიდერობს. იუვენტუსმა ინტერი 1:0 დაამარცხა.

📺 მატჩის მიმოხილვა

იუვენტუსმა მატჩი ჩვეულ სტილში დაიწყო, ტურინელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. სამირ ჰანდანოვიჩმა რამდენიმე ეპიზოდში რთული ბურთის აღება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მომენტში ინტერს ჰქონდა 100%-იანი მომენტი, გალიარდინის დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა და იუვენტუსი გოლს გადაურჩა, შჩესნის ამ ეპიზოდში გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ტურინელებმა მეორე ნახევარში ტემპს კიდევ მოუმატეს, რამაც 66-ე წუთზე შედეგი გამოიღო და ჟოაო კანსელოს ჩაწოდების შემდეგ, მარიო მანჯუკიჩმა სამირ ჰანდანოვიჩს ახლო მანძილიდან გაუტანა და იუვენტუსი დააწინაურა. მარიომ მიმდინარე გათამაშებაში მეშვიდე გოლის გატანა შეძლო.

სპალეტიმ მინდორზე ბორხა ვალერო, კეიტა ბალდე და ლაუტარო მარტინესი შემოიყვანა, მაგრამ ვერცერთმა ფეხბურთელმა თამაშის სურათის შეცვლა ვერ მოახერხა.

იუვენტუსმა მატჩი 1:0 მოიგო. ტურინელებმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მე-14 გამარჯვება მოიპოვეს და 43 ქულით ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ. იუვენტუსი სერია A-ში ყველა მეტოქესთან მარტივად ახერხებს მატჩების მოგებას. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ალეგრის გუნდს გოლი მაშინ გააქვს, როცა მოუნდება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 'ბებერი ქალბატონი' მატჩებს ზედმეტი ძალების დაზოგვის ხარჯზე იგებს და ჯერჯერობით შესაძლებლობების მაქსიმუმს არ ავლენს.

ასეთი ძლიერი შემადგენლობითა და კარგი სათადარიგო სკამით ტურინელებს მთავარი ოცნების ასრულება ნამდვილად შეუძლიათ. დიდი პაუზის შემდეგ, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

15 ტურის შემდეგ, ევროპის ტოპ 5 ლიგაში, იუვენტუსს აქვს საუკეთესო სტარტი. ტურინელებს 43 ქულა აქვთ მოპოვებული.

შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო - პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, მირანდა, შკრინიარი, ასამოა - ბროზოვიჩი, ჟოაო მარიო, გალიარდინი - პოლიტანო, იკარდი, პერიშიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები