Thumbnail

მაგ ბავშვს ნაკუწებად ვაქცევთო - დღეს მურთაზას ოჯახი თალიბებს ემალება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიონელ მესისთან მეგობრობამ ავღანელი ბიჭუნას ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა
  • მურთაზა აჰმადის და მის ოჯახს თალიბანის შიშით სახლ-კარის დატოვება მოუხდა

ლიონელ მესის თაყვანისმცემელი 5 წლის ავღანელი ბიჭუნა - მურთაზა აჰმადი, მსოფლიოს მილიონობით ადამიანმა ორი წლის წინ, ინტერენტში გავრცელებული ფოტოსურათებით გაიცნო. ბიჭუნას ფეხბურთის მაისურის ნაცვლად, ტანზე ცელოფნის პაკეტი ჰქონდა გადაცმული, ზედ ხელით გაკეთებული წარწერებით: "მესი" და "10". 

"ჩემი ბიჭი მესის თაყვანისმცმელია. მე კი უბრალო ფერმერი ვარ და არ მაქვს ფული, რომ ნამდვილი საფეხბურთო მაისურა ვუყიდო", - ამბობდა მაშინ ბიჭუნას მამა.

როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ლეომ UNICEF-ის ადგილობრივი განყოფილების დახმარებით, მურთაზას თავისი ავტოგრაფიანი ორი მაისურა და ფეხბურთის ბურთი უსახსოვრა, მოგვიანებით კი ყატარში პირადად შეხვდა კიდეც.

 "მესიმ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად ბიჭუნად მაქცია", - ამბობდა მურთაზა.

მაგრამ არგენტინელი ვარსკვლავის კეთილშობილურმა საქციელმა პატარა გულშემატკივარსა და მის ოჯახს დიდი პრობლემები შეუქმნა. ხაზარიელებს თალიბები ყოველთვის მტრობდნენ, ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი მურთაზა კი, მესისთან ნაცნობობის შემდეგ, ბოევიკების ნამდვილი სამიზნე გახდა.

"არ ვიცი, რატომ აითვალწუნეს ასე თალიბებმა, - ამბობს ბიჭუნას დედა. - მას შემდეგ, რაც ის ცნობილი გახდა, თალიბები გამუდმებით იმუქრებიან, რომ დაიჭერენ და ნაკუწებად აქცევენ".

მურთაზას მშობლიურ რაიონში, ჯაგორიში, ვითარება მეტისმეტად მას შემდეგ დამძიმდა, რაც იქაურობას მოძრაობა თალიბანის ბოევიკებმა შეუტიეს. სხვებთან ერთად, გადასარჩენად სახლ-კარის დატოვება მურთაზა აჰმადის ოჯახსაც მოუხდა.

"მდგომაროება ძალიან საშიში იყო. ისე ვჩქარობდით, რომ უამრავი ნივთის წამოღებაც ვერ მოვასწარით. იქ დარჩა მესის ნაჩუქარი მაისურა და ბურთიც… დედამ თქვა, რომ აჯობებს, დავივიწყო", - ამბობს დღეს მურთაზა.

ამჟამად ოჯახი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ცხოვრობს. ის აქ შედარებით უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე ჯაგორიში იყო. თუმცა, საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. მშობლებს შინიდან გარეთ გაშვების წინ, ბიჭუნასთვის სახის დაფარვა უწევთ.

"მას შემდეგ, რაც მურთაზამ მესი გაიცნო, გარშემომყოფებისგან შური ვიგრძენით, - ყვება ბიჭუნას უფროსი ძმა. - მათ ჰგონიათ, რომ მესი დიდი თანხით გვეხმარება და გაგვამდიდრა. არადა, ეს ასე არ არის - ლიონელმა მხოლოდ ორი მაისურა და ბურთი გვაჩუქა. ეს მისი მხრიდან ძალიან კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ გვეშინია, რომ მურთაზას მოიტაცებენ და დიდ გამოსასყიდს მოგვთხოვენ. ამიტომაც, ბოლო ორი წელიწადი მას სკოლაშიც ვერ ვუშვებდით. უსაფრთხოების მიზნით".

ბიჭუნას ოჯახი მესისგან დახმარებას ღიად არ ითხოვს, თავად მურთაზა კი ამბობს:  "ლიონელი დამპირდა, რომ იზრუნებს ჩემზე".

კომენტარები

ბოლო ამბები