Thumbnail

ლო სელსო ბედნიერია - როსარიომ არგენტინის თასი პირველად მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • როსარიომ არგენტინის თასი პირველად მოიგო
  • ხიმნასიამ რივერი და ბოკა დაამარცხა, მაგრამ ვერცხლს დასჯერდა

არგენტინის თასის ფინალში ერთმანეთს როსარიო და ხიმნასია ლა პლატა დაუპირისპირდნენ. მატჩი 'ესტადიო მალვინას არგენტინასზე' გაიმართა. ორივე გუნდის გულშემატკივარმა ბრწყინვალე შოუ დადგა და მთელი შეხვედრის განმავლობაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო.

შეხვედრაში ანგარიში როსარიომ გახსნა, მე-19 წუთზე ფერნანდო მატიას სამპედრიმ ხიმნასიას ახლო მანძილიდან გაუტანა. ხიმნასიამ მეორე ტაიმში გაათანაბრა. 52-ე წუთზე ფარაველიმ კომბას გადაცემით გაიტანა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

არგენტინის თასზე დამატებითი დრო არ ინიშნება, გუნდებმა პირდაპირ თერთმეტმეტრიანები დაარტყეს და როსარიომ 4:1 მოიგო. როსარიოს გუნდი არგენტინის თასს პირველად დაეუფლა და ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

მოგებულთა წარმატებას მათი ყოფილი მოთამაშე, ჯოვანი ლო სელსო გამოეხმაურა, რომელმაც კლუბის მოთამაშეებს, ტექნიკურ პერსონალს მადლობა გადაუხდა ამ დიდი გამარჯვებისთვის.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები