Thumbnail

რიკელმე: 'ამ გადაწყვეტილებამ რივერი-ბოკას მატჩი გააფუჭა'...

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხუან რომან რიკელმე რივერი-ბოკას მატჩს გამოეხმაურა
  • ბოკას ლეგენდა მატჩის ესპანეთში ჩატარებით უკმაყოფილოა

ბოკა ხუნიორსის ლეგენდარული ფეხბურთელი, ხუან რომან რიკელმე რივერი-ბოკას მატჩს გამოეხმაურა და კონმებოლის იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ლიბერტადორესის ფინალის საპასუხო მატჩი ბერნაბეუზე უნდა ჩატარდეს.

რივერ პლეიტის გულშემატკივრების მიერ მოწყობილი არეულობის გამო, 'მილიონარიოსს' მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა და შეხვედრის ნეიტრალურ მინდორზე გამართვა გადაწყდა. მატჩი 9 დეკემბერს, 23:30-საათზე დაიწყება.

ხუან რომან რიკელმე: 'საპასუხო მატჩი, რომელიც 'სანტიაგო ბერნაბეუზე' უნდა გაიმართოს, ისეთი არ იქნება, როგორიც ჩვენს ქვეყანაში გამართული მატჩი იქნებოდა. ამით რივერისა და ბოკას დიდი ბრძოლა გაფუჭდა. ბოკას მოგება ძალიან მინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინალი აქ, არგენტინაში უნდა ჩატარდეს.

ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ბოკას შანსი ჰქონდა, რივერის სტადიონზე ჩემპიონობა მოეპოვებინა. ეს იქნება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ამხანაგური მატჩი.'

კომენტარები

ბოლო ამბები