Thumbnail
  • გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა არხმა TOP 10 გოლი გამოაქვეყნა
  • გულშემატკივარს საუკეთესოს არჩევა შეუძლია

სანაკრებო პაუზის გამო, ნოემბერში გერმანიის ბუნდესლიგაში მხოლოდ სამი ტური ჩატარდა. სამ ტურში გამართულ 27 შეხვედრაში, გერმანელმა გულშემატკივარმა 96 გოლი იხილა. გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა არხმა ნოემბრის თვის 10 საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა. საუკეთესოს არჩევა გულშემატკივარს ხმის მიცემით შეუძლია.

ბუნდესლიგის TOP 10 გოლი ნოემბერში

პაკო ალკასერი V ბაიერნი - ესპანელმა ფეხბურთელმა ბაიერნთან გამარჯვების გოლი გაიტანა და დორტმუნდს სამი ქულა მოუტანა.

მატეუს კუნია V ჰერტა - ლაიპციგის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჰერტას ულამაზესი გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ჟან-ფილიპ გბამინი V ფრაიბურგი - მაინცის ფეხბურთელმა ფრაიბურგთან მატჩში ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა.

თორგან აზარი V ჰანოვერი - გლადბახის შემტევმა მე-7 წუთზე ჰანოვერთან ანგარიში გაათანაბრა, ბელგიელის გუნდმა მატჩი 4:1 მოიგო.

ვალენტინო ლაზარო V ჰოფენჰაიმი - ჰერტას ავსტრიელმა ფეხბურთელმა ბერლინელებს ქულა ლამაზი გოლით გადაურჩინა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა.

რაის ნელსონი V ლევერკუზენი - ჰოფენჰაიმის ფეხბურთელმა ლევერკუზენთან ანგარიში გახსნა, მისმა გუნდმა შეხვედრა 4:1 მოიგო.

ლუკას პიშჩეკი V მაინცი - პოლონელმა ფეხბურთელმა მაინცს უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა და დორტმუნდს 'ოპელ არენადან' სამი ქულა წამოაღებინა.

ჟონათან შმიდი V ნიურბერგი - აუგსბურგის ფეხბურთელმა ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, შეხვედრა კი ფრედ 2:2 დასრულდა.

მარკო როისი V ბაიერნი - როისმა ბაიერნს დუბლი შეუსრულა, ერთ-ერთი გოლი კი განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა.

ერიკ ტომი V ნიურბერგი - შტუტგარტმა ნიურბერგს სტუმრად 2:0 მოუგო. ერიკ ტომის გოლით შტუტგარმა სამი ქულა გაინაღდა.

კომენტარები

ბოლო ამბები