Thumbnail

8 წლის შემდეგ, ჩეზარე პრანდელი სერია A-ში ბრუნდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩეზარე პრანდელი ბოლოს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მუშაობდა
  • იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი ჯენოაში ივან იურიჩს შეცვლის

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა იტალიის თასის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც სერია A-ს წარმომადგენელი ჯენოა სერია C-ში მოასპარეზე ვირტუს ენტელას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ენტელამ 7:6 გაიმარჯვა. 

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიური სპორტული მედია მოიცვა ცნობებმა, რომ უახლოეს საათებში ჯენოაში სამწვრთნელო ცვლილება მოხდება. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ივან იურიჩს გაათავისუფლებენ, მის ადგილზე კი ჩეზარე პრანდელი დაინიშნება.

პრანდელი ბოლოს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იყო და ალ ნასრის ედგა სათავეში, იქამდე კი ვალენსიაში, გალათასარაიში, იტალიის ეროვნულ ნაკრებში, ფიორენტინაში, რომაში, პარმაში და კიდევ რამდენიმე იტალიურ გუნდში მუშაობდა. პრანდელის სამწვრთნელო კარიერის მწვერვალი იტალიის ნაკრები და ევრო 2012-ის ვერცხლის მედალია. პრანდელი ბოლოს სერია A-ში 8 წლის წინ მუშაობდა, როდესაც ფიორენტინას წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები