Thumbnail
  • გიორგი ხარაიშვილი შვედეთში 2022 წლის 31 ივლისამდე დარჩება
  • გიოტებორგის ხელმძღვანელობა ბედნიერია

შვედურმა გიოტებორგმა გადაწყვეტილება მიიღო 22 წლის ნახევამრცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც საბურთალოდან იჯარის წესით თამაშობდა, გამოისყიდა. ქართველმა ფეხბურთელმა შვედეთის ჩემპიონატში პირველივე სეზონში შესანიშნავად ითამაშა, მან 27 მატჩში 9 (ყველა შეჯიბრებაში 31 მატჩში 13 გოლი) გოლი გაიტანა.

გიოტებორგი მხოლოდ ფინანსური პრობლემების გამო იკავებდა თავს, თუმცა სკანდინაველებს წლის ბოლომე ჰქონდათ ვადა და საბოლოოდ გადაწყდა კიდევაც - გიორგიმ კლუბთან 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის გიოტებორგს 2022 წლის 31 ივლისამდე ეკუთვნის. 

იონას ოლსონი (გიოტებორგის სპორტული დირექტორი): "ბრწყინვალე განწყობაზე ვართ, რადგან ეს ჩვენი მიზანი იყო. გიორგი ისეთი კარგი ფეხბურთელი გამოდგა, როგორიც მაშინ გვეგონა, როცა გუნდში მივიწვიეთ. ამასთან, ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. 

ხარაიშვილი გიოტებორგს წინასასეზონო შეკრებაზე 3 იანვარს შეუერთდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები