Thumbnail

კავანის პსჟ-დან წასვლა უნდა - ურუგვაელი ნეიმართან და მბაპესთან ვერ მეგობრობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ედინსონ კავანი პსჟ-ს გასახდელში თავს არაკომფორტულად გრძნობს
  • ურუგვაელი თავდამსხმელი ახალ კლუბს ეძებს

მიმდინარე სეზონში, ედინსონ კავანი პარი-სენჟერმენის ძირითად შემადგელობაში ასპარეზობს და გოლებსაც რეგულარულად იტანს. მიუხედავად ამისა, L`Equipe იუწყება რომ 31 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი პარიზული კლუბის დატოვებას აპირებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, ედინსონ კავანი გასახდელში თავს ცუდად გრძნობს, რადგან ვერაფრით გამონახა საერთო ენა ნეიმართან და კილიან მპაბესთან. ბრაზილიელი და ფრანგი მეგობრობენ, კავანისთან კი ცივი ურთიერთობა აქვთ. L`Equipe-ის ცნობით, ედინსონს ზამთარშივე სურს კლუბის შეცვლა, მაგრამ თუ არ მოხერხდა, ზაფხულში ყველა ვარიანტში დატოვებს პარიზს.

კომენტარები

ბოლო ამბები