Thumbnail
  • ისკოს რეალის ახალ მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობა აქვს
  • იუვენტუსი შეეცდება ამ გარემოებით ისარგებლოს

კალჩომერკატოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის იუვენტუსი ისკოს გადაბირებას შეეცდება. 26 წლის შემტევ ნახევარმცველს მადრიდის რეალის ახალ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან არ აქვს კარგი ურთიერთობა, რამაც შესაძლო მისი სამეფო გუნდიდან წასვლა განაპირობოს. თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, კონფლიქტი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც სოლარიმ ისკო რომასთან მატჩის განაცხადს მიღმა დატოვა.

ისკოს სატრანსფერო ფასი 80-90 მილიონი ევრია და იუვენტუსი მზადაა მის სანაცვლოდ ეს თანხა გაიღოს. დიდი ალბათობით, მოლაპარაკება ზამთარში დაიწყება, თუმცა ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულში შედგეს. მიმდინარე სეზონში ისკომ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები