Thumbnail

მილანი ფაბრეგასის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს იხდის, ჩელსის 12 უნდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მილანი მზადაა ფაბრეგასს წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გადაუხადოს
  • 31 წლის ესპანელი სეზონში 6 მილიონ ევროს ითხოვს

მილანის მესვეურები ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებენ და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ მოლაპარაკებას. ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი სესკ ფაბრეგასის გადაბირებაა. მილანელები მზად არიან 31 წლის ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ლონდონის ჩელსის 8 მილიონი ევრო შესთავაზონ, თავად ფეხბურთელს კი 2.5-წლიანი ხელშეკრულება და სეზონში 4.5 მილიონი ევრო.

იტალიური პრესის ცნობით, მოლაპარაკება რთულად მიმდინარეობს, რადგან ჩელსის ფაბრეგასის სანაცვლოდ 12 მილიონი ევროს აღება სურს, თავად ფეხბურთელს კი წელიწადში 6 მილიონი ევრო უნდა. ამასთან, სესკის ოჯახს ზაფხულამდე ლონდონში სურს დარჩენა, რადგან ბავშვები სკოლაში დადიან.

კომენტარები

ბოლო ამბები