Thumbnail
  • მოურინიო რეალის მთავარ მწვრთნელად 2010-2013 წლებში მუშაობდა
  • ამ პერიოდში ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო

როგორც Evening Standard იუწყება, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში დაბრუნებით არის დაინტერესებული. პორტუგალიელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება პორტუგალიელი სპეციალისტისთვისაც საინტერესოა. 

ჟოზე მოურინიო სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2010-2013 წლებში მუშაობდა და ამ პერიოდში ყველა ესპანური ტროფეი მოიგო: ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. ნოემბერში რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანტიაგო სოლარი დაინიშნა, რომელმაც კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება მოურინიოს, მანჩესტერ იუნაიტედთან კიდევ 2-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათი თანამშრომლობა ამდენ ხანს გაგრძელდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები